
არაბეთის ზღვები
რიფები ზამთარში მარჯნის ბაღებად, ხოლო ზაფხულში ზღვის მცენარეების ჯუნგლებად იქცევიან
ომანის მუსანდამის ნახევარკუნძულის სოფელი ნაკვერჩხალივით ციმციმებდა. პაპანაქება იდგა. „წყალქვეშ, მარჯნებთან სამოთხეში ვართ, წყლის ზემოთ – ჯოჯოხეთში“, – თქვა მყვინთავმა.
მალე ჯოჯოხეთს გაექცნენ და კვლავ სამოთხეში ჩავიდნენ. დატოვეს ცხელი მიწის ფერები – სუნელების ბაზრის ფერები: პილპილის, დარიჩინის, მდოგვის, ჯავზის და სულთნის – და მდიდრული სასახლის მსგავს ფერადსა და გრილ სამყაროს მიაშურეს. მარჯნების გრძელი, ლურჯი ღეროები ირხეოდნენ და ზღვის შროშანების ბროწეულისფერ რტოებში იხლართებოდნენ. ნაცრისფერი, წინწკლებიანი მურენები დაღებული პირიდან ყვითელ ნაკადს აფრქვევდნენ და ალმაცერად უყურებდნენ გრაციოზულ ანგელოზთევზებს.
რიფები ზამთარში მარჯნის ბაღებად, ხოლო ზაფხულში ზღვის მცენარეების ჯუნგლებად იქცევიან. ამ სრულიად უნიკალური ეკოლოგიური ცვლილების გამომწვევი სამხრეთ-დასავლეთის მუსონის – ხარიფის შემოტევაა. მუსონი ცივი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი, სიღრმიდან ამოსული წყლებით (აპუელინგი) ბანს სანაპიროს. თბილ თვეებში „მიძინებული“ ზღვის წყალმცენარეები უფრო ცივ გარემოში პირობებში, ისე სწრაფად იზრდებიან, რომ რიფებს მწვანე, წითელ და ოქროსფერ ხალიჩებად ეფინებიან.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.