
არალის ზღვის ამბავი
ჩრდილოეთ უზბეკეთის ქვიშიანი, ციცაბო კლდის ხედი. ერთი შეხედვით, ამ სურათს ნებისმიერ უდაბნოს მოარგებდით
„აი, ასე გამოიყურება სამყაროს აღსასრული“, – ამბობს იუსუპ კამალოვი. ჩვენ წინ ჯაგნარით დაფარული უდაბნოა. „თუ ოდესმე არმაგედონი დაიწყება, მხოლოდ ყარაყალპაკეთის ხალხს აგვცდება. ჩვენთან ის დიდი ხნის დაწყებულია“.
ჩრდილოეთ უზბეკეთის ქვიშიანი, ციცაბო კლდის ხედი. ერთი შეხედვით, ამ სურათს ნებისმიერ უდაბნოს მოარგებდით. მაგრამ ირგვლივ ზღვის ნიჟარებია მიმოფანტული, ქვიშაში კი ჟანგიანი თევზსაჭერი ნავები ჩარჩენილა. ერთ დროს, ეს ადგილი არალის ზღვაში შეჭრილი ნახევარკუნძულის წვერი იყო. 1960-იან წლებამდე არალი 67 000 კვ/კმ-ს ფარავდა (დაახლოებით საქართველოს ზომის ტერიტორია) და დედამიწაზე სიდიდით მეოთხე შიდა ზღვა იყო. ჩვენ უკან ქალაქი მუინაქია. ადრე აქ მეთევზეთა მჩქეფარე დასახლება და საკონსერვო კომბინატი იყო, რომელიც სულ რაღაც 1980-იან წლებამდე, ყოველწლიურად, ათასობით ტონა თევზს გადაამუშავებდა. 50 წლის წინ არალის სამხრეთი სანაპირო ზუსტად იმ ადგილას იყო, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ; დღეს კი, სანაპიროსგან 90 კილომეტრი გვაშორებს (ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით).
სწორედ აქ მომიყვანა კამალოვმა. ჩემი თვალით უნდა მენახა, რა დარჩა ერთ დროს მდიდარი ზღვიდან…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.