არასაიმედო ხედი
ტასმანიის ცნობილ საცოც ადგილას ფოტოგრაფი სრულყოფილ მომენტს ელოდება.


არასაიმედო ხედი
ტასმანიის ცნობილ საცოც ადგილას ფოტოგრაფი სრულყოფილ მომენტს ელოდება.
რიცხვები:
65 მეტრი ტოტემ-პოლის სიმაღლე
10+ წვიმიანი დღეების საშუალო რაოდენობა სექტემბერში
1968 წელი, როდესაც პირველად აცოცდნენ ამ კლდეზე
ტოტემ-პოლზე, ტასმანიის ცნობილ ქვის სვეტზე ასვლის გადაღების იდეა სათავგადასავლო ფოტოგრაფ კრისტლ რაიტს სიზმარში მოუვიდა. მან საოცნებო ფოტოს გადაღება წლების შემდგომ მოახერხა.

ტოტემ-პოლი ტასმანის ეროვნულ პარკში, ტასმანიაში, ავსტრალიაში მდებარეობს.
სამი თვით ადრე
ჯერ არნახული გზა:
ტასმანის ნახევარკუნძულის მიმდებარე წყლებიდან ამოშვერილი ტოტემ-პოლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საცოცი ადგილია. მას ხშირად იღებენ შედარებით ადვილად მისადგომი ჩრდილოეთის მხრიდან. რაიტს მისი გადაღება სამხრეთის მხრიდან, იმ გზიდან სურდა, რომელსაც ჯადოქარს ეძახიან. მეკლდეურ მაიან სმით-გობატს ხელის მოსაჭიდის საპოვნელად სვეტისკენ მიმდებარე კლდიდან ჩამოშვება და თოკით გადაქანება მოუწევდა. რაიტი, სმით-გობატი და გადამღები ჯგუფი თვეების განმავლობაში გეგმავდნენ, როგორ შეესრულებინათ და გადაეღოთ კლდეზე ასვლა.
ერთი კვირით ადრე
წასაღები ნივთების სია:
მეკლდეურობის, საცურაო და გადასაღებმა აღჭურვილობამ ორი ჩანთა გაავსო. ქარიშხლებიან ტასმანიაში სათადარიგო ქურთუკებიცაა საჭირო.
• ლასტები („საცოცი აღჭურვილობის უნიკალური აქსესუარი“)
• დისტანციურად მართვადი ფარნიანი დრონი
• დაახლოებით 200 მეტრი თოკი
• წყალგაუმტარი ჩანთა კამერის აღჭურვილობით არხის გადასაკვეთად.
• მშრალი ტანსაცმელი ცურვის შემდეგ გამოსაცვლელად
• რაიტის თქმით, ერთადერთი, რაც აკლდათ, „საღი აზრი“ იყო.
სტარტი
გადაღებისთვის მზადყოფნა:
ორდღიანი ცდებისა და გამართვის შემდეგ რაიტი ნახევარკუნძულზე მანქანით წავიდა, ბილიკებზე ორი საათი იარა, 100-მეტრიანი კლდიდან დაეშვა, წელზე თოკი შემოიჭირა, ოკეანეში ჩახტა, არხი გადაცურა და მეორე მხარეს აცოცდა. მაშინ, როდესაც სმით-გობატმა ტოტემ-პოლზე აცოცება დაიწყო რაიტმა აღჭურვილობა მოირგო და თოკზე ჩამოეკიდა. „ლაჟვარდოვან ჟამს“, დაახლოებით 17:30-ზე, რაიტი დრონის ოპერატორს დაუკავშირდა. როდესაც დრონის ნათურამ კლდე ზემოდან გაანათა, მან გადაღების ღილაკს დააჭირა.