ჩვენი ყოველწლიური სია წარმოაჩენს იმ სამოგზაურო ადგილებს, რომლებიც გვაკავშირებს, გვაოცებს და რაღაც ახალს გვასწავლის.
მოგზაურობა
პაკისტანის ჩრდილოეთ რეგიონში, გილგიტ-ბალტისტანში ბუნების ძლევამოსილება კაცობრიობას და მის მიღწევებს ჩრდილავს.
ნეპალში ანაპურნის სალაშქრო ბილიკი ხალხმრავალი ევერესტის გვერდის ავლით მიგაახლოვებთ ჰიმალაის მწვერვალებთან.
საფრანგეთის პოლინეზიის სოფელ ტეაჰუპოოში სანაპიროს ტალღები თავზარდამცემი და თაყვანსაცემია.
სლოტ-კანიონები და კლდეები სამხრეთ-დასავლეთ იუტას ზაიონის ეროვნული პარკის წყლის მიერ გამოძერწილი ლანდშაფტის ძირითადი სანახაობებია
ამერიკის ყველაზე უკაცრიელი ეროვნული პარკი – „არქტიკის კარიბჭე” – მდინარეებით დაქსელილი, მთაგორიანი, თვალუწვდენელი სივრცეა.
იუტას შტატში მდებარე ქალაქი მოაბი „მთვარეზე მოსიარულეებს“, მოყვარულ ასტრონომებსა და თავგადასავლების მაძიებლებს იზიდავს.
ზამთრის სერფინგის მოყვარულთათვის ლოფოტენის კუნძულები მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაცი და სახიფათო ადგილია.