მაღალი სამიზნე
ავსტრიის ალპებში მთამსვლელები მწვერვალებზე “ზეცისკენ მიმავალი კიბით“ ადიან


მაღალი სამიზნე
ავსტრიის ალპებში მთამსვლელები მწვერვალებზე “ზეცისკენ მიმავალი კიბით“ ადიან
რიცხვები:
37 – ვია-ფერატების რაოდენობა ავსტრიაში, ზალცკამერგუტის ტბების მხარეში
40 – ზეცისკენ მიმავალი კიბის სიგრძე მეტრებში
2054 – დონერკოგელის სიმაღლე მეტრებში
უმაღლესი წერტილისკენ:
ეს თავბრუდამხვევი კიბე გროსერ-დონერკოგელის ვია-ფერატას ერთ-ერთი მონაკვეთია. იტალიურად „რკინის გზის“ აღმნიშვნელი ვია-ფერატა მთის კლდოვან კედელზე დამაგრებული ბილიკია დაცული ბაგირით და მეტალის კიბის საფეხურებით. ტერმინი პოპულარული მაშინ გახდა, როდესაც მთამსვლელებმა I მსოფლიო ომის დროს იტალიაში დოლომიტის ალპებში გადასაადგილებლად ჯარისკაცებისთვის აგებული ბილიკების ქსელი აითვისეს. ახლა ეს ბილიკები გამოუცდელ მთამსვლელებს მაღალ მწვერვალებამდე მიღწევის საშუალებას აძლევს.
ბილიკის ფესვები:
პირველი ვია-ფერატა 1843 წელს ავსტრიის მთა დახშტაინზე გეოგრაფმა და ალპინისტმა ფრიდრიხ სიმონიმ დაამონტაჟა. თანამედროვე თავგადასავლების მოყვარულებს გზაზე გაჭიმულ ბაგირზე ორი კარაბინის მეშვეობით შეუძლიათ ჩაბმა. დონერკოგელის მარშრუტის სრულად გავლას, როგორც წესი, სამი საათი სჭირდება. ფოტოგრაფ ქვინ შროკის თქმით, ეს „საუკეთესო გაგებით თავზარდამცემი გამოცდილებაა“.
სხვა აღმავალი გზები:
„ძალიან რთულ“ ბილიკად შეფასებული დონერკოგელის ვია-ფერატაზე გადაადგილება დამძაბველია. „კლდეები უფრო სანდო მგონია, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი კონსტრუქციები“, – ამბობს მოგზაური ჯეს დეილსი (ფოტოზე). თუმცა, ალტერნატიული გზებიც არსებობს: მოგზაურებს ფერდობზე ნაწილობრივ საბაგირო გზის მეშვეობით შეუძლიათ ასვლა, მოლაშქრეები კი მთის ფუძიდან მწვერვალამდე ბილიკით ააღწევენ. დონერკოგელის მწვერვალიდან დახშტაინის მყინვარი და გოზაუს ტბა მოჩანს.