შეაბიჯე ღრუბლებში
ნეპალში ანაპურნის სალაშქრო ბილიკი ხალხმრავალი ევერესტის გვერდის ავლით მიგაახლოვებთ ჰიმალაის მწვერვალებთან.


შეაბიჯე ღრუბლებში
ნეპალში ანაპურნის სალაშქრო ბილიკი ხალხმრავალი ევერესტის გვერდის ავლით მიგაახლოვებთ ჰიმალაის მწვერვალებთან.
რიცხვები:
8091
ანაპურნა I-ის სიმაღლე მეტრებში
4130
საბაზო ბანაკის ადგილმდებარეობის სიმაღლე ზღვის დონიდან მეტრებში
1977
წელი, რომელშიც ანაპურნის რეგიონი უცხოელი მოლაშქრეებისთვის გახდა ხელმისაწვდომი
ანაპურნის მთის მასივში მსოფლიოში რიგით მეათე უმაღლესი მთა, ანაპურნა I მდებარეობს.
ევერესტის საბაზო ბანაკამდე მიმავალ ცნობილ ბილიკთან შედარებით, ანაპურნის საბაზო ბანაკამდე მიმავალ ბილიკზე უფრო ნაკლები მოლაშქრე შეგხვდებათ და ანაპურნის სხვა, შემოვლითი პოპულარული ბილიკისგან განსხვავებით, ის ქედის სიღრმეში შესვლის საშუალებასაც მოგცემთ. ევერესტის საბაზო ბანაკამდე მიმავალ ცნობილ ბილიკთან შედარებით, ანაპურნის საბაზო ბანაკამდე მიმავალ ბილიკზე უფრო ნაკლები მოლაშქრე შეგხვდებათ და ანაპურნის სხვა, შემოვლითი პოპულარული ბილიკისგან განსხვავებით, ის ქედის სიღრმეში შესვლის საშუალებასაც მოგცემთ.
ტურიზმში დაბრუნება :
ნეპალში მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალებია თავმოყრილი, რის გამოც ის ყველაზე პოპულარული სალაშქრო წერტილია. 2015 წლის დამანგრეველმა მიწისძვრამ და პანდემიამ მოგზაურთა რაოდენობა რამდენიმე წლით შეამცირა, თუმცა თავგადასავლების მოყვარულები კვლავ ბრუნდებიან ნეპალში. „ინტიმური შეგრძნებაა, როდესაც მთები ასე ახლოსაა“, – ამბობს ფოტოგრაფი ემილი პოლარი ანაპურნის საბაზო ბანაკის ბილიკზე. აქ ხშირია ისეთი დიდებული ხედები, როგორებიცაა ლეგენდარული დჰაულაგირის და მაჩაპუჩარეს მწვერვალები.
მარშრუტი:
ანაპურნის საბაზო ბანაკის ბილიკი რამდენიმედღიანი, მოგზაურზე მორგებული ლაშქრობაა. მუსონური წვიმების თავიდან ასარიდებლად მისი გავლა უმჯობესია გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. მოლაშქრეებს შეუძლიათ ჩაფრინდნენ კატმანდუში, შემდეგ გადავიდნენ პოხარაში და ბილიკი მარტო ან გიდთან ერთად დალაშქრონ. ადგილობრივი ჩაის სახლები ბილიკის გავლის გამოცდილებას ამდიდრებენ უბრალო ღამის სათევი სივრცეებით, კულტურული კავშირებითა და საკვებით. ბრინჯისა და ოსპისგან მომზადებული ტრადიციული ნეპალური კერძი დალ-ბჰატი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მშიერ მოგზაურებს შორის.
ლანდშაფტი:
ბილიკი კვეთს სხვადსხვა ეკოლოგიურ ზონას, რომლებიც ნეპალის პირველ და ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობენ. ბილიკი იკლაკნება აყვავებულ ტყეში, ჩანჩქერებისა და ტერასული მინდვრების გასწვრივ, სანამ ციცაბო კლდეებსა და თოვლიან მწვერვალებამდე მიაღწევს. „თქვენ მიემართებით მყინვარული ცირკისკენ, მთიანი ამფითეატრისკენ, რომელიც მთელ საბაზო ბანაკს აქცევს ჩარჩოში“, – ამბობს პოლარი.