
არნახული "ტიტანიკი"
ჯეიმს კამერონმა და პოლ-ჰენრი ნარჟოლემ ჩაძირული გემის მკაფიო ფოტოები ამოიტანეს ზედაპირზე
სტატიის ავტორი ჰემპტონ საიდსი გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომლებიც ლეგენდარული ჩაძირული გემის, „ტიტანიკის“ მკვლევრებმა ბოლო პერიოდში მოიპოვეს.
ნაავარიევი გემის ნამსხვრევები ჩრდოლოატლანტიკის ფსკერზე, დაახლოებით, 400 ჰექტარზეა მიმობნეული წყვდიადში. უცნაურად უფერული ცოცხალი ფორმები მის კიდეებმომტვრეულ საბჯენ ლილვებში დაძვრებიან.
ჯეიმს კამერონმა და პოლ-ჰენრი ნარჟოლემ ჩაძირული გემის მკაფიო ფოტოები ამოიტანეს ზედაპირზე. სპეციალურად აღჭურვილ ტრაილერში, რომელიც „ვუდს ჰოულის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის“ (WHOI) ტერიტორიაზე დგას, უილიამ ლანგი „ტიტანიკის“ გადიდებულ, ჰიდროლოკატორული დაკვირვებისთვის შექმნილ რუკას დაჰყურებს. ესაა დეტალების შეკოწიწებით მიღებული მოზაიკა, რომლის აწყობასაც თვეები დასჭირდა. ერთი შეხედვით, ეს გამოსახულება მთვარის ზედაპირს წააგავს.
თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ცხადი გახდება, რომ იქაურობა ადამიანის ხელით შექმნილი ნივთების ფრაგმენტებითაა დანაგვიანებული. ლანგი რუკის ერთი მონაკვეთის გამოსახულებას ამსხვილებს და მკვეთრად ჩანს „ტიტანიკის“ ცხვირი; შავი ხვრელი, საიდანაც ოდესღაც გემის წინა საკვამური გამოდიოდა. კარის სარქველი ჩრდილოეთით, ასეული მეტრის მოშორებით დევს. გამოსახულება ზედმიწევნით დეტალურია: ერთ-ერთ კვადრატში თეთრ კიბორჩხალასაც კი გაარჩევთ, რომელიც მარწუხებით მოაჯირს ებღაუჭება. „რასაც თქვენ უყურებთ, კრიმინალური შემთხვევის ადგილია, – ამბობს კამერონი – როცა ამას გაიაზრებთ, წვრილმანები მაშინვე გატყვევებთ. გინდებათ იცოდეთ: როგორ აღმოჩნდა დანა აქ, იარაღი კი – იქ?“
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.