
არტურ ჰუანგი
ჰუანგი ისეთი ჰიპერლოკალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების ქსელზე ოცნებობს, რომლებიც ახალ პროდუქტებსა და იდეებს წარმოქმნიან
ნარჩენების რევოლუციური გადამუშავება ნაგვის საგანძურად გადაქცევით
დაივიწყეთ ბიტკოინი. არტურ ჰუანგის თქმით, ყველაზე ძვირფასი ახალი ვალუტა ჩვენს ნაგვის ურნებშია. ამის დასამტკიცებლად მან პორტატიული ნარჩენების გადასამუშავებელი ქარხანა ააგო. მზის ენერგიაზე მომუშავე Trashpresso (`ნაგვპრესო“) პლასტიკის ნარჩენებს გადაამუშავებს მომცრო ფილებად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია კედლებისა და იატაკის ასაშენებლად.
„ეს დანადგარი პროტოტიპია იმისა, თუ როგორ უნდა გადამუშავდეს ნარჩენები“, – ამბობს ჰუანგი, National Geographic-ის მკვლევარი. ჰუანგმა “ნაგვპრესოს“ ორი დანადგარი ააგო და სატვირთო მანქანების დახმარებით ისეთ შორეულ ადგილას გადაიტანა, როგორიც იუშუა, – ტიბეტის პლატოზე მდებარე ოლქი. ჯეკი ჩანმა ეს ექსპედიცია გააშუქა National Geographic-ის დოკუმენტურ ფილმში: „მწვანე გმირები“.
ნაგვის დასაქუცმაცებლად და დასაპრესად Trashpresso-ს ყველგან საკმარისი პლასტმასა ხვდება. ამ მხრივ, არც იუშუ ყოფილა გამონაკლისი: წყლის ბოთლები და სხვა ნარჩენები, რომლებიც ტურისტებს ჩამოაქვთ, მდინარეებსა და შემდეგ, ოკეანეებში ამოყოფს თავს.
ჰუანგი ისეთი ჰიპერლოკალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების ქსელზე ოცნებობს, რომლებიც ახალ პროდუქტებსა და იდეებს წარმოქმნიან. მისი კომპანია Miniwiz-ი ამდაგვარი წრიული ეკონომიკის (რეგენერაციული სისტემა) შექმნაზე მუშაობს. 2005 წლიდან მოყოლებული კომპანია ნარჩენებს ავეჯად, აქსესუარებად, შენობებად და მომცრო თვითმფრინავებადაც კი გარდაქმნის.