ჩანთოსანი ეშმაკი 3000 წლის წინ გაუჩინარდა ავსტრალიის კონტინენტური ნაწილის ტყეებიდან, მაგრამ ახლა, რეინტროდუქციის წყალობით, იქ 26 ინდივიდი დაბრუნდა.
ეს ჩანთოსანი ცხოველი ცნობილია მრისხანებითა და ძლიერი ყბებით, თუმცა ისინი არც ადამიანს ვნებენ და არც სოფლის მეურნეობას აჩანაგებენ. როგორც ლეშისმჭამელს, მას შეუძლია საკვანძო როლი შეასრულოს ავსტრალიის ეკოსისტემების დარეგულირებაში.

ფოტო: კრისტიან პრიეტო/WILDARK
ტასმანიური ეშმაკი ავსტრალიის კონტინენტური ნაწილიდან ათასწლეულების წინ გაქრა, როდესაც მონადირეებმა თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს მეგაფაუნა და ეს ჩანთოსანიც საკვები წყაროს გარეშე დატოვეს. 1990-იან წლებში კი გავრცელდა ორალური კიბო და მათი ერთადერთი ველური პოპულაცია, რომელიც ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე ბინადრობდა, 60%-ით შემცირდა, ხოლო რიცხოვნობა 25 ინდივიდამდე დაეცა.
მეცნიერები ათწლეულის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ეს სახეობა ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილში დაებრუნებინათ. 2020 წელს ტიმ ფოლკნერმა, ტასმანიური ეშმაკის პოპულაციის აღდგენაზე მომუშავე ორგანიზაცია AussieArk-ის პრეზიდენტმა, ტყვეობაში გაზრდილი ეშმაკები აღმოსავლეთ ავსტრალიის 500 ჰა ნაკრძალში გაუშვა. მომავალ წლებში ეს ორგანიზაცია კიდევ გეგმავს ახალი ინდივიდების ველურ ბუნებაში დაბრუნებას. „მჯერა, რომ ტასმანიური ეშმაკი კვლავ ჩვეულ სანახაობად იქცევა ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილში“, – ამბობს ფოლკნერი.