ბაგირზე სიარული
გაბედული მეკლდეური შვეიცარიის ალპებში მწვერვალებს შორის გაჭიმულ თოკზე გადის


ბაგირზე სიარული
გაბედული მეკლდეური შვეიცარიის ალპებში მწვერვალებს შორის გაჭიმულ თოკზე გადის
რიცხვები:
2970 – შილტჰორნის სიმაღლე მეტრებში
2,5 – ბაგირის სიგანე სანტიმეტრებში
20 – მეტრი მწვერვალიდან მწვერვალამდე
„ხანდახან ეცემი და ისევ უნდა ადგე, მაგრამ ერთი წარმატებული ცდის შემდეგ ყველაფერი მარტივდება“. – შტეფან ზიგრისტი
მხედველობის ხაზის დადგენა
შვეიცარიის მთებში ორ პარალელურ კლდეზე წლების განმავლობაში ცოცვის შემდეგ, ფოტოგრაფ თომას ულრიხსა და ალპინისტ შტეფან ზიგრისტს მათ შორის გავლა მოუნდათ. მაღლა გაჭიმულ ბაგირზე გავლისას სამი ფაქტორია მნიშვნელოვანი: ფოკუსი, ბალანსი და სიმაღლე. რადგან თოკი მწვერვალებზე უნდა გაჭიმულიყო, ზიგრისტი ვერ შეძლებდა თვალის რაიმეზე დაფიქსირებას წონასწორობის დასაცავად. ამისათვის მათ მკვეთრი ფერის ზურგჩანთა დადეს ერთ-ერთ მწვერვალზე.
მთავარი მზადება
საბაგირომ ზიგრისტი და ულრიხი შილტჰორნის მთის შუამდე აიყვანა. ისინი ორივე მწვერვალზე აცოცდნენ და სამაგრები დაამაგრეს, მათზე ბაგირის გასაბმელად. სამაგრები ძალიან მყარად უნდა იყოს დამაგრებული, რათა თოკი ისე გაიჭიმოს, რომ მასზე სიარული იყოს შესაძლებელი. მათ ასევე სჭირდებოდათ:
• ერთი ქამარი ასაცოცებლად და მეორე – თოკზე გასასვლელად.
• ცარცი ხელების სიმშრალისთვის
• მზის სათვალე და კრემი
• ფეხსაცმელები არა – შიშველი ფეხებით ყველაზე უკეთ შეიძლება თოკის გრძნობა
მზადყოფნა
წვიმაში სინთეტიკური ბაგირი სრიალა გახდებოდა, მაგრამ სექტემბრის ამ დილას მხოლოდ მსუბუქი ნისლი იყო. ულრიხი ახლომდებარე ქედზე აცოცდა სურათის გადასაღებად. ზიგრისტმა რამდენიმე სავარჯიშო ნაბიჯი გააკეთა ბაგირის დაჭიმულობის მოსასინჯად. პირველი ნაბიჯი ყველაზე სარისკოა: ძალიან მალე ჩამოვარდნისას სახიფათოდ ახლოს ხარ კლდის ზედაპირთან. „სამი ნაბიჯის შემდეგ უნდა მოდუნდე, თორემ შენი ნერვიულობა ბაგირზე გადადის“, ამბობს ზიგრისტი. „თუ ერთხელ გამოვიდა, შემდეგ საკმაოდ ადვილია“.