
ბავშვების თვალით სამყაროს შეცვლა
ზოგი მეცნიერის მტკიცებით, ეკრანთან დიდი დროის გატარება ტვინის განვითარებას აფერხებს, შემეცნებით შესაძლებლობებს ზღუდავს და ქცევით პრობლემებს იწვევს
მშობლებს გაუხარდათ, როცა შარშან ბავშვები სავარძლებიდან წამოხტნენ და წარმოსახვით ქმნილებებს დაუწყეს დევნა. აბსტრაქციული რეალობის (AR) აპლიკაციით, მათ კომპიუტერული გამოსახულებები რეალურ სამყაროში „გადმოიტანეს”.
AR-ტექნოლოგია განათლების მძლავრ იარაღად იქცა; სტუდენტები რეალურად ხდებიან კლიმატური ცვლილებებისა და ისტორიული მოვლენების მოწმენი.
ზოგი მეცნიერის მტკიცებით, ეკრანთან დიდი დროის გატარება ტვინის განვითარებას აფერხებს, შემეცნებით შესაძლებლობებს ზღუდავს და ქცევით პრობლემებს იწვევს. „მაგრამ ეს ტექნოლოგია რეალურ სამყაროსთან თანაკვეთაშია”, ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების პროფესორი კრის დედე.
გოლდმან საქსის გათვლებით, 2025 წლიდან AR და ვირტუალური რეალობის საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, ყოველწლიურად, 700 მილიონამდე მოგებას მოიტანს.