ბაყაყებთან ერთად
კოსტა-რიკაში ბაყაყების დაახლოებით 149 სახეობა ბინადრობს
ბაყაყების ძიება, ფრინველებზე დაკვირვებასავით მოთმინებასა და შეუპოვრობას მოითხოვს. ბერდვოჩერების მსგავსად ჩვენც გვაქვს ჩვენი სიები და ჟარგონული სიტყვები. საათობით ვიცდით, კოღოებს ვებრძვით და დახურული ფეხსაცმელები გვაცვია გველის დაგესვლისგან დასაცავად.
არაკომერციული ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბაყაყები“ ეკოტურებს აწყობს ბელიზში, პერუსა თუ განაში. შედეგად, იქ ძლიერდება პარკებისა თუ ეკოკოტეჯების მენეჯმენტი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბაყაყების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვას.
კოსტა-რიკაში ბაყაყების დაახლოებით 149 სახეობა ბინადრობს. (ჰელიკონიის ამ ყვავილზე წამოსკუპებული ბაყაყი ლურჯგვერდა ხის ბაყაყია) ნოტიო სეზონის პიკში 23 სახეობის იდენტიფიკაცია შევძელით, მაგრამ მეტის იმედი გვქონდა.