ბელი იშვიათი სახეობის გადარჩენის იმედს იძლევა
ნდური დათვი სამხრეთ ამერიკაში დათვისებრთა ერთადერთი სახეობაა; ზოგიერთი შეფასებით, ამჟამად, ეკვადორში 3000-ზე ნაკლები ინდივიდი ბინადრობს
2014 წლის ზაფხულში კაიამბე-კოკას ეროვნულ ნაკრძალში (ეკვადორი) იშვიათი ანდური დათვის მდედრს აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მისი აქტიურობა ერთ ტერიტორიაზე იყო კონცენტრირებული. მოგვიანებით კი ბელი იპოვეს. ანდური დათვი სამხრეთ ამერიკაში დათვისებრთა ერთადერთი სახეობაა; ზოგიერთი შეფასებით, ამჟამად, ეკვადორში 3000-ზე ნაკლები ინდივიდი ბინადრობს. ბელზე დაკვირვებები განსაზღვრავს ამ მოწყვლადი სახეობის გადარჩენის შანსებს და იქნებ მისი რიცხოვნობის ზრდასაც შეუწყოს ხელი.