ვინ:
აფრიკის ველური ბუნების სპეციალისტი, კონსერვაციონისტი, კინორეჟისორი და ფოტოგრაფი
სად:
ოკავანგოს დელტა, ჩრდილო-დასავლეთ ბოტსვანაში
რა:
Canon EOS-1D X , 28-300 მმ ლინზით
ამბავი:
National Geographic-ის მკვლევრები ბევერლი და მისი მეუღლე, დერეკი, სატელევიზიო სერიალ Okavango: River of Dreams-ის გადაღების პროცესში იყვნენ, როდესაც ჰიპოპოტამების ქცევის შესწავლის საშუალება მიეცათ. სანახაობის გარდა, მოსასმენიც ბევრი იყო. ჰიპოპოტამები სხვადასხვა ხმის მეშვეობით ურთიერთობენ: ღრუტუნით, წრიპინით, გამაყრუებელი ყიყინით. უცნობ ხმებს ცხოველმა შეიძლება აგრესიით უპასუხოს; ნაცნობი ხმები მშვიდ რეაქციას იწვევს. დომინანტი მამრის მიერ პაექრობაში გამოწვეულმა ამ ჰიპოპოტამმა ბევრი იხმაურა, თუმცა თავისი ტერიტორიის დატოვება მაინც მოუწია.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.