ბირთვული ტურისტი
ატომური რეაქტორის აფეთქებიდან ოცდარვა წლის შემდეგ, სტატიის ავტორი ჯორჯ ჯონსონი ფოტოგრაფ გერდ ლუდვიგთან ერთად, ჩერნობილს ეწვია


ბირთვული ტურისტი
ატომური რეაქტორის აფეთქებიდან ოცდარვა წლის შემდეგ, სტატიის ავტორი ჯორჯ ჯონსონი ფოტოგრაფ გერდ ლუდვიგთან ერთად, ჩერნობილს ეწვია
საძინებლის კედელზე თოჯინა – კისერზე ზონარი სახრჩობელას ყულფივით რომ აქვს შემოხვეული. გარეთ დამტვრეული საბავშვო ეტლი. თოჯინები ბავშვის საწოლებში, ხეების ტოტებიდან ჩამოკონწიალებული აირწინაღები… ვინ დადგა მდუმარე საშინელების ეს შემზარავი სპექტაკლი? ოფიციალურად შემოსულმა ვიზიტორებმა თუ ვინმე სხვამ, არავინ იცის.
ატომური რეაქტორის აფეთქებიდან ოცდარვა წლის შემდეგ, სტატიის ავტორი ჯორჯ ჯონსონი ფოტოგრაფ გერდ ლუდვიგთან ერთად, ჩერნობილს ეწვია. უკაცრიელ სახლები, მინებჩამსხვრეული ფანჯრები, დაფშვნილი ბათქაში… ტურისტული ავტობუსი ჩერნობილის დახურულ ზონაში შევიდა. გზა ფიჭვებსა და არყებს შორის გადიოდა. მეგზურმა ვიზიტორებს ძირითადი წესები შეახსენა: არ დაკრიფოთ სოკო, რადგან რადიონუკლეიდებით არის გატენილი და არ ჭამოთ ან მოწიოთ გარეთ, ჰაერზე, რადგან ეს თქვენი ორგანიზმის დაბინძურების რისკია. ადამიანებისგან, თითქმის, დაცარიელებულ ტერიტორიას ველური ცხოველები დაპატრონებიან: დომბა, გარეული ღორი, ლოსი, მგელი, თახვი, შავარდენი. ქალაქ-მოჩვენება პრიპიატში საბჭოთა ეპოქის კორპუსების სახურავებზე არწივები სხედან.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.