ვინ:
ბლეიკ კიუნი, ფოტოგრაფი ლოს-ანჯელესიდან
სად:
უდიდესი ტალღებით ცნობილი ჰავაის ბანზაი-პაიპლაინი
რა:
კიუნი Fujifilm-ის X-T2 კამერით და 2,8 დიაფრაგმიანი XF50-140 მმ-იანი ობიექტივით მუშაობდა. ასევე გამოიყენა Lumu Power-ის ფერი და სინათლის ინდიკატორი.
ამბავი:
მზიანი სანაპიროები არ წყალობენ ფოტოგრაფებს. კიუნმა ჰავაიზე, ოაჰუს ჩრდილოეთ სანაპიროზე სერფერების გადასაღებად კამერა მაინც წაიღო. სანამ შტატივს ქვიშაში ამაგრებდა, სანაპიროზე უფარფლო სერფინგის დაფით აღჭურვილი ქალი შენიშნა და ფოტო გადაიღო. წინა დღეს მოსულმა წვიმამ ნისლი წარმოქმნა და „ამ გზით სინათლის ბუნებრივი დიფუზორი წარმოიშვა“, ამბობს კიუნი.
შემოუერთდი National Geographic-ის Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი YourShot.natgeo.ge