
ბონდის ხიდი
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში იმერეთში, მდინარე რიონზე, შორაპანს ზემოთ, 120-ზე მეტი ხიდი ყოფილა, მათ შორის იყო ხის, დაწნული ბონდის ხიდები
მდინარეებსა და ხეობებზე გადასასვლელად მცენარეული წარმოშობის (ლიანები, ბამბუკი, ვაზი) დრეკადი და ჭიმვადი ელემენტების გამოყენების იდეა უძველესი დროიდან მოდის. არსებობს უტყუარი ისტორიული მონაცემები დაკიდებული ხიდების არსებობის შესახებ ძველ ეგვიპტეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
საქართველოს მთაგორიანი რელიეფის პირობებში კი სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ასეთი გადასასვლელების არსებობა. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში იმერეთში, მდინარე რიონზე, შორაპანს ზემოთ, 120-ზე მეტი ხიდი ყოფილა, მათ შორის იყო ხის, დაწნული ბონდის ხიდები. მარტივი კონსტრუქციითა და სიმსუბუქით გამორჩეული ხიდები გა-დაადგილების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა.
სწორედ ასეთი ბონდის ხიდია აღბეჭდილი დიმიტრი ერმაკოვის ფოტოზე, რომელმაც, ალბათ, ფოტოგრაფის განსაკუთრებული ინტერესი იმით გამოიწვია, რომ ვაზისგან იყო დაწნული.