
ბრძოლა ნიგერიისთვის
ნიგერიის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, „ბოკო ჰარამი“ ტერორისტული ჯგუფია
ნავთობი, აირი, მინერალები, კარგი ნავსადგურები, ინდუსტრიული ქალაქები და ნოყიერი ნიადაგი, განათლებული საშუალო ფენა და არც თუ თავისუფალი, თუმცა ერთობ ხმაურიანი პრესა – ეს ნიგერიაა. და მაინც, ამ ქვეყნის მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი სიღატაკეში ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ მათი შემოსავალი მხოლოდ იმისთვის კმარა, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. სტატიის ავტორი ჯეიმს ვერინი ცდილობს შეძლებისდაგვარად გაარკვიოს ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც ამ ვეება ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს.
ერთ-ერთი მიზეზი კი ტექსტის დასაწყისიდანვე ხდება ჩვენთვის ცნობილი – ტერორისტული აქტი ჩრდილოეთ ნიგერიის ქალაქ კანოს ავტოსადგურზე: სქელი შავი კვამლის მიღმა მოლასლასე ადამიანები, ავტობუსების მინებჩამსხვრეული ფანჯრებიდან გადმოკიდებული და მიწაზე დაყრილი გვამები, მიმოფანტული სხეულის ნაწილები. აფეთქების ხმა ქალაქის ბოლოშიც გაისმა. ყველას თავში ერთმა ფრაზამ გაუელვა – „ბოკო ჰარამი“. თუმცა არავინ იცოდა კონკრეტულად რას ნიშნავდა ეს ან რატომ უნდა აფეთქებულიყო ბომბი ავტოსადგურზე.
ნიგერიის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, „ბოკო ჰარამი“ ტერორისტული ჯგუფია. თავიდან ის სეპარატისტული მოძრაობა იყო, რომელსაც ჩრდილოეთ ნიგერიელი მუსლიმანი მქადაგებელი მუჰამად იუსუფი ხელმძღვანელობდა. ის ქვეყნის უსამართლო მმართველობას გმობდა. „ბოკო ჰარამი“ ჰაუსას ენისა და არაბულის კომბინაციაა და ნიშნავს, რომ დასავლური ან არაისლამური, სწავლება აკრძალულია.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.