ბრუნელესკის გუმბათი
როგორ შექმნა არქიტექტურული განათლების არმქონე ოქრომჭედელმა რენესანსის ეპოქის ყველაზე საოცარი ნაგებობა?


ბრუნელესკის გუმბათი
როგორ შექმნა არქიტექტურული განათლების არმქონე ოქრომჭედელმა რენესანსის ეპოქის ყველაზე საოცარი ნაგებობა?
ამ სტატიაში ტომ მიულერი უდიდესი ხუროთმოძღვრის, ფილიპო ბრუნელესკის შედევრის, სანტა-მარია დელ ფიორეს კათედრალური ტაძრის გუმბათის შექმნის ისტორიას მოგითხრობთ. როგორ შექმნა არქიტექტურული განათლების არმქონე ოქრომჭედელმა რენესანსის ეპოქის ყველაზე საოცარი ნაგებობა?
როგორ უნდა დაეშენებინათ ტაძრის 55-მეტრი სიმაღლის კედლებზე 45 მეტრი სიგანის გუმბათი? ტაძრის ზედამხედველებს ბევრი სხვა პრობლემაც აწუხებდათ. მათ არ სურდათ ტაძრის პროექტში ეხილათ გოტიკური არქიტექტურისათვის და მეტოქე ჩრდილო-იტალიური ქალაქების (კერძოდ, მოსისხლე მტერ მილანისათვის) დამახასიათებელი არკბუტანები (საყრდენი თაღები) და წვეტიანი თაღები. საქმე ისაა, რომ ამ მასშტაბის ნაგებობისათვის მაშინ მხოლოდ გოტიკურ არქიტექტურულ სტილსა და ხერხებს მისდევდნენ. დაიჭერდა კედლები ამ თაღების გარეშე გუმბათს, რომელიც ათობით ათას ტონას იწონის? მოიპოვებოდა კი ტოსკანაში ხარაჩოებისა და შაბლონებისათვის ხის იმდენი მასალა, რომ გუმბათის ქვის წყობისათვის საჭირო ფორმა მიეცათ? და ბოლოს, შესაძლებელი იქნებოდა გუმბათის დასმა არსებულ კედლებზე, ისე რომ აპექსისაკენ აღმართული მისი ქვის წყობა არ ჩაშლილიყო? არავინ უწყოდა.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.