ბრწყინვალე გონება
2 300 წლის წინ არისტოტელემ თქვა, რომ „ბუნება ისე აღაგზნებს ყმაწვილებს, როგორც ღვინო - მთვრალ კაცებს“. ფროიდი კი სიყმაწვილეს განიხილავდა, როგორც მტანჯველი ფსიქოსექსუალური კონფლიქტის გამოხატულებას


ბრწყინვალე გონება
2 300 წლის წინ არისტოტელემ თქვა, რომ „ბუნება ისე აღაგზნებს ყმაწვილებს, როგორც ღვინო - მთვრალ კაცებს“. ფროიდი კი სიყმაწვილეს განიხილავდა, როგორც მტანჯველი ფსიქოსექსუალური კონფლიქტის გამოხატულებას
კარგად იცი, რომ შენი თინეიჯერი შვილი ათას წინდაუხედავ რამეს ჩადის და მაინც, როცა რაღაც კონკრეტულ ამბავს იგებ, შოკში ვარდები. არც ისე დიდი ხნის წინ, მაისის ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა უფროსმა ვაჟმა, რომელიც მაშინ 17 წლისა იყო, დამირეკა და შემატყობინა, რომ ორი საათია, რაც შტატის პოლიციის განყოფილებაში ზის. როგორც მითხრა, „ცოტა სწრაფად“ ატარებდა მანქანას. აღმოჩნდა, რომ ჩემი ვაჟიშვილი, რომელიც დიდი წვალებით მივიყვანე კაცობის ზღურბლამდე, 182კმ/სთ სიჩქარით მიქროდა გზატკეცილზე.
მაწუხებდა ეს ამბავი, იმიტომ, რომ არ მესმოდა, რატომ მოიქცა ასე.
ჩემი შვილის თავგადასავალმა წამოჭრა კითხვა, რომელიც უკვე დიდი ხანია აწუხებს იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს ჩაწვდეს თინეიჯერებს ფსიქოლოგიას. „რას აკეთებდა?“ მშობლები ამ ფრაზას უფრო ბრაზით წარმოთქვამენ, მეცნიერები – ცივი გონებით. მაგრამ ყველა მაინც საგონებელში ვარდება, რა სჭირთ ამ ბავშვებს?
საუკუნეების განმავლობაში, მოზარდებზე ზეგავლენა ბნელ ძალებს მიეწერებოდა. 2 300 წლის წინ არისტოტელემ თქვა, რომ „ბუნება ისე აღაგზნებს ყმაწვილებს, როგორც ღვინო – მთვრალ კაცებს“. ფროიდი კი სიყმაწვილეს განიხილავდა, როგორც მტანჯველი ფსიქოსექსუალური კონფლიქტის გამოხატულებას.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.