ბუდობის ინსტინქტები
მარკ მეინვარინგმა, რიტანელ და ფრანგ მკვლევრებთან ერთად გამოიკვლია ოთხი ევოლუციური ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ამა თუ იმ სახეობის ბუდის სპეციფიკა
როგორია ფრინველის ბუდე? „საკმაოდ რთული”, – ამბობს ორნითოლოგი მარკ მეინვარინგი. მან ბრიტანელ და ფრანგ მკვლევრებთან ერთად გამოიკვლია ოთხი ევოლუციური ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ამა თუ იმ სახეობის ბუდის სპეციფიკა. მისი თქმით, ფრინველის ბუდე ოთხი ფუნქციიდან ერთს ან მეტს უნდა ასრულებდეს: ბარტყებისთვის სითბოს ან ჩრდილს უზრუნველყოფდეს, პოტენციური მეწყვილეებისთვის ადვილად შესამჩნევი იყოს, მის ბინადარს პარაზიტების შემოსევისგან იცავდეს და მტაცებლებისთვის მიუწვდომელი იყოს.
მაგალითად, გაზაფხულის ცივ ღამეებში ბარტყების გასათბობად, ტენესის მგალობელმა ბუდის ასაშენებლად განიერი ფოთლები გამოიყენა (მარჯვნივ, #1); პოტენციური მეწყვილეების საცდუნებლად კი, ბალოკის მოლაღურმა ბუდე (7) ელვარე ლურჯი ლენტებით მორთო. მარკ მეინვარინგის ჯგუფი ბუდის მშენებლობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესწავლასაც აპირებს.