ტეხასში, ოჯახის მიერ მართულ კომპანია „ნოკონაში“ ბეისბოლის ხელთათმანებს 1934 წლიდან ხელით ამზადებენ. „ადრე ქარხანა საფულეებს კერავდა, – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი რობ სთორი, – თუმცა, პაპაჩემის თქმით, დიდი დეპრესიის პერიოდში საფულე ერთ დოლარად რომ გაგეყიდა, მასში დოლარის კუპიურა უნდა ჩაგედო“. ხელთათმანების დამზადება ტრადიციად იქცა. „ჩვენი ქარხანა ერთ-ერთია იმ იშვიათ კომპანიებს შორის, რომლებიც ხელთათმანებს შესაკეთებლად იბრუნებენ“, – ამბობს სთორი.
1. თასმები
ხელთათმანს სხვადასხვა ზომის ტყავის თასმებით ამყარებენ.
2. თარგი
სხვადასხვა ნაწილისთვის ოცზე მეტი თარგი გამოიყენება.
3. ხის კალაპოტი
ის ხელთათმანის თითებს ფორმას აძლევს. ლითონის ხელსაწყოს მეშვეობით ხელთათმანში ხელისგულის და ცერის ბალიშები თავსდება.
4. “Cosmoline“/წებო
ცვილისმაგვარი პროდუქტი, რომელიც ხელთათმანის ხელის გულის ნაწილს და ტყავს ერთმანეთს აწებებს.
5. სახვრეტი
გამოიყენება თასმების ნახვრეტების გასაკეთებლად.
6. ნემსი
მისი მეშვეობით თასმებს ნახვრეტებში აძვრენენ.
7. თასმებით ნახევრად შეკრული ხელთათმანი
ერთ ხელთათმანში თასმების გაყრას დაახლოებით 45 წუთს ანდომებენ.
8. ცული
ცულით ხელოსნები მასალის ნარჩენებს ანაწევრებენ ხელთათმანში ჩასაფენად.
9. ტყავის საზომი ხელსაწყო
ხელთათმანის აწყობამდე ტყავის სისქეს ზომავენ.
10. ჩაქუჩები
ჩაქუჩებით ტყავში ნაკეცებს აკეთებენ. სქელი ჩაქუჩი ხელთათმანს საბოლოო ფორმას აძლევს.
11. ძაფის კოჭები
კერვაში დახელოვნება ყველაზე რთულია. ამის შესწავლას ერთი წელი სჭირდება.