ცალკე სამყარო
ჰავაის სამხრეთით, 2400-3400 კილომეტრის დაშორებით მდებარე ხმელეთის ამ დაუსახლებელი წერტილების გარემომცველი წყლები ერთ-ერთი უკანასკნელი ჭეშმარიტად ველური ადგილებია ზეექსპლუატირებულ ოკეანეში


ცალკე სამყარო
ჰავაის სამხრეთით, 2400-3400 კილომეტრის დაშორებით მდებარე ხმელეთის ამ დაუსახლებელი წერტილების გარემომცველი წყლები ერთ-ერთი უკანასკნელი ჭეშმარიტად ველური ადგილებია ზეექსპლუატირებულ ოკეანეში
„თუკი რომელიმე უცხოპლანეტელი, თუნდაც ერთი დღით ეწვეოდა დედამიწას და მარჯნის რიფების ნახვას მოისურვებდა, მილენიუმის ატოლს ვაჩვენებდი“, – ამბობს ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების მკვლევარი ენრიკ სალა.
რასაც ის ნახავდა, წყნარი ოკეანის, ალბათ, ყველაზე ხელუხლებელი არქიპელაგის მხოლოდ ნაწილია: კაროლაინი (ჩვეულებრივ, მას მილენიუმის ატოლს უწოდებენ), ფლინტი, ვოსტოკი, მალდენი და სტარბაკი სამხრეთ ლაინის კუნძულების სახელითაა ცნობილი. ჰავაის სამხრეთით, 2400-3400 კილომეტრის დაშორებით მდებარე ხმელეთის ამ დაუსახლებელი წერტილების გარემომცველი წყლები ერთ-ერთი უკანასკნელი ჭეშმარიტად ველური ადგილებია ზეექსპლუატირებულ ოკეანეში.
ახლა ეს დაცული ტერიტორიაა. ცოტა ხნის წინ კირიბატის მთავრობამ თითოეული კუნძულის 12 საზღვაო მილის (22 კმ) რადიუსში თევზჭერა აკრძალა. ეს ნაწილობრივ, საზღვაო ეკოლოგის, ენრიკ სალას ძალისხმევისა და ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების „ხელუხლებელი ზღვების“ პროექტის შედეგი იყო. პროექტი მიზნად ისახავს დედამიწაზე ჯერ კიდევ შემორჩენილი, ყველაზე ნაკლებად დეგრადირებული ზღვის ეკოსისტემების კონსერვაციას…
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.