ვინ:
National Geographic-ის მკვლევარი, რომელიც კონსერვაციის, ბუნებისმეტყველებისა და ანთროპოლოგიის სფეროში
სად:
პერუ, მანუს ბიოსფერული რეზერვატი
რა:
Panasonic Lumix DMC-GX7, 14მმ-იანი ლინზით
ამბავი:
ბიომრავალფეროვნებით პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადგილის – მანუს ეროვნული პარკის – სტუმრობისას ჰამილტონ ჯეიმსმა შეიტყო, რომ იქ თიხის სალოკი ადგილია, სადაც დილაობით მაკაოები იკრიბებიან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ჭრელი, გონიერი ფრინველი თიხას მცენარეული ტოქსინების ადვილად მოსანელებლად და მინერალური მარილების მისაღებად ეტანება. ამ ფოტოს გადასაღებად ჰამილტონ ჯეიმსს თუთიყუშებზე ადრე მოუხდა მისვლა – მდინარე გამთენიისას გადაცურა, შემდეგ დისტანციური ფოტოკამერა დააყენა, იქაურობას გაეცალა და ფრინველების მოსვლას დაელოდა.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.