
ჭეშმარიტი აღმოჩენა
აქაურობის გეოლოგიური მახასიათებლები უძველესი კლიმატის რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, სუფთა წყლის ფასდაუდებელი რეზერვუარია.
მკვლევრები, მათ შორის მეც, თავს ვიტყუებთ – საკუთარ გატაცებებსა და რისკიანობას ვნიღბავთ სიცოცხლის ახალი ფორმების აღმოჩენით, წამლების პოვნით, კლიმატის ცვლილების გაზომვით ან ფიზიოლოგიური საზღვრების გამოცდით.
სინამდვილეში, რისკისკენ გენეტიკური დეფექტები გვიბიძგებს. თუმცა, თუკი კოლონიზაციის პერიოდში ბევრი ადამიანი „ოქროსა და დიდებისთვის“ რისკავდა, დღეს მკვლევრებს ისეთი დიადი მიზნები აქვთ, როგორიცაა ბუნების დაცვა და განათლება.
დეკემბერში, ბაჰამის მთავრობისა და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელშეწყობით მოწყობილ National Geographic-ის ექსპედიციაში მოვხვდი; წყალქვეშა მღვიმეები, „ლურჯი ხვრელები“ უნდა გამოგვეკვლია.
აქაურობის გეოლოგიური მახასიათებლები უძველესი კლიმატის რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. რაც მთავარია, სუფთა წყლის ფასდაუდებელი რეზერვუარია.
წყალქვეშ რეალობის მოდელირებისთვის საჭირო ფოტოები გადავიღეთ. სკოლის მოსწავლეები რადიოლოკატორებით აკვირდებოდნენ მყვინთავებს, რომლებიც ახალი მოწყობილობით სწავლობდნენ გარემოს – ცოცხალ არსებებს ხელით ეხებოდნენ და იღებდნენ სამკურნალო მცენარეების სინჯებს.
ექსპედიციის ძირითადი მიზანი რაც შეიძლება შორს და ღრმად წასვლაა. თუმცა ბავშვებთან ერთად მუშაობა და მათთან თავგადასავლის გაზიარებაც ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მიღწევა იყო. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ადგილობრივი მოსახლეობის წახალისებით, ბევრად მეტს შევიტყობთ ჩვენზე და მსოფლიოზე.