ჩრდილიდან გამოსულები
ლეოპარდების გავრცელების ორი დიდი ცენტრი: სუბსაჰარული აფრიკა და ინდოეთის სუბკონტინენტი, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს შორისაა
ჩრდილიდან გამოსულები
ლეოპარდების გავრცელების ორი დიდი ცენტრი: სუბსაჰარული აფრიკა და ინდოეთის სუბკონტინენტი, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს შორისაა
ლეოპარდები ჩვენს აჩრდილებად იქცნენ; სხვა არჩევანი არც აქვთ. ლეოპარდების გავრცელების ორი დიდი ცენტრი: სუბსაჰარული აფრიკა და ინდოეთის სუბკონტინენტი, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს შორისაა. ადამიანის ექსპანსიამ უკვე გამოიწვია ამ ცხოველების არეალის 66%-ით შემცირება აფრიკაში და 85%-ით – ევრაზიაში. ბევრგან მათი ერთადერთი საბინადრო ადგილი სწორედ ადამიანის გვერდითაა.
ისინი თითქოს ლანდებივით დაჰყვებოდნენ უძველეს ადამიანებს, რათა ლომების ან სხვა კონკურენტების განდევნის ჩვენი უნარით ესარგებლათ (მოგვიანებით კი, მოშინაურებული ცხოველისთვისაც გაეკრათ კბილი). შესაძლოა, ჩვენც დავყვებოდით ლეოპარდებს, მათი ნადავლი რომ მოგვეხელთებინა.
სხვა დიდი კატების უმეტესობისგან განსხვავებით, ლეოპარდებს გარკვეულ ზღვრამდე ადაპტირება შეუძლიათ. შეუძლიათ ინადირონ ყველაფერზე, დაწყებული მაჩვზღარბებით, 900-კილოგრამიანი ანტილოპა კანათი დამთავრებული. კალაჰარის უდაბნოში 43 გრადუსიან სიცხესაც უძლებენ და რუსეთის მინუს 25 გრადუსიან ყინვასაც. კარგად ეგუებიან მანგროს ჭაობებს ინდოეთის სანაპიროზე და 5200 მეტრ სიმაღლეს ჰიმალაის მთებში. ადაპტაციის ეს უნარი მიანიშნებს, რომ ლეოპარდებს თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს შორის იცხოვრონ. საქმე ისაა, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ლეოპარდებთან ერთად ცხოვრება ისწავლონ…
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.