ჩვენ ამას შევძლებთ
მახვილგონიერება, თანაგრძნობა და შეუპოვრობა პლანეტის დიდ პრობლემებს გადაგვაჭრევინებს


ჩვენ ამას შევძლებთ
მახვილგონიერება, თანაგრძნობა და შეუპოვრობა პლანეტის დიდ პრობლემებს გადაგვაჭრევინებს

საფრანგეთში 35 ქვეყანა აშენებს თერმობირთვულ ექსპერიმენტულ რეაქტორს – ITER; მათი მიზანია თერმობირთვული რეაქცია თითქმის ულევ და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროდ აქციონ.
ფოტო: ITER ORGANIZATION/EJF RICHIE

იტალიაში, ნოლის პროვინციის სანაპიროსთან, მყვინთავი „ნემოს ბაღის“ პომიდვრის მოსავალს იღებს. ამ ექსპერიმენტულ წყალქვეშა ფერმაში მცენარეები ნიადაგისა და პესტიციდების გარეშე ხარობენ.
ფოტო: ალექსის როზენფელდი, GETTY IMAGES

დანიაში ათწლეულების განმავლობაში დაბინძურების კონტროლის შედეგად ორჰუსის სამრეწველო ნავსადგურში წყალი ისე გაიწმინდა, რომ ხალხი ზღვაში ცურავს; მოტივტივე კომპლექსი დამატებით კომფორტს ქმნის.
ფოტო: რასმუს იორტსჰოი

ნიუ-იორკის სტეიტენ-აილენდზე ფრეშკილსის პარკში გადაგდებული თოჯინის თავს ხავსი
მოედო. ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი ნაგავსაყრელი ახლა რეკრეაციულ ზონად გარდაიქმნება, რომლის ფართობიც თითქმის სამჯერ აღემატება ცენტრალ-პარკს.
ფოტო: ლორა ვული
