ცუდადაა ჩვენი საქმე
ბუნებრივი რესურსების უკონტროლო გამოყენებამ მსოფლიო მომაკვდინებელ ადგილად აქცია ჩვენთვის და დედამიწის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც


ცუდადაა ჩვენი საქმე
ბუნებრივი რესურსების უკონტროლო გამოყენებამ მსოფლიო მომაკვდინებელ ადგილად აქცია ჩვენთვის და დედამიწის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც

ინდო-წყნაროკეანური თევზი-სერჟანტები ტაივანის სანაპიროსთან პოლიეთილენის პარკთან ერთად ცურავენ. ოკეანეში ყოველწლიურად 8 მილიონ ტონამდე მოხვედრილი პლასტმასა მილიონობით ზღვის ბინადარს კლავს.
ფოტო: მაგნუს ლუნდგრენი,
NATURE PICTURE LIBRARY

2017 წლის თომასის ხანძრისას ადამიანები კალიფორნიაში, ვენტურაში, სახლის გადარჩენას ცდილობენ. შტატის უდიდესმა ხანძარმა 1130 კვ. კმ გადაწვა, თუმცა კალიფორნიის მშრალი, თბილი კლიმატი უფრო მასშტაბური ხანძრის პროვოცირებასაც ახდენს.
ფოტო: მარკუს იამი, LOS ANGELES TIMES

აშშ-მექსიკის საზღვრის მესერზე იაგუარის გამოსახულებაა პროეცირებული. ფოტოგრაფი ცდილობს, ყურადღება გაამახვილოს ხელოვნურ ბარიერებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებას. ძუძუმწოვართა მეოთხედს გადაშენების საფრთხე ემუქრება.
ფოტო: ალეხანდრო პრიეტო

ჩინეთში, დატუნში ოჯახი ქორწილს აღნიშნავს ქვანახშირის ქარხნის ჩრდილში. ქვანახშირი ტემპერატურის გლობალური მატების ერთ-ერთი მიზეზია, მსოფლიო მოხმარების ნახევარი კი ჩინეთზე მოდის.
ფოტო: ადამ დინი, PANOS
