ჩვენი დამოკიდებულება პლასტმასაზე
როგორ მოხდა, რომ პლასტმასის მოსახერხებელი, ერთჯერადი ნივთები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ბატონობენ და როგორ მოვიშოროთ ეს მავნე ჩვევა პლანეტის გადასარჩენად


ჩვენი დამოკიდებულება პლასტმასაზე
როგორ მოხდა, რომ პლასტმასის მოსახერხებელი, ერთჯერადი ნივთები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ბატონობენ და როგორ მოვიშოროთ ეს მავნე ჩვევა პლანეტის გადასარჩენად
ერთი შეხედვით შეიძლება ვერ მიხვდეთ, რა საერთო აქვთ ისეთ ნივთებს, როგორებიცაა კბილის ჯაგრისი, საბურავი, სიგარეტი და ფეხსაცმელი.
კარგად თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს საგნები მცირე ან დიდი რაოდენობით შეიცავენ სასწაულებრივ მასალას: პლასტმასას.
ეს მასალა დღეს მთელი პლანეტის პრობლემად იქცა. ხანდახან, როდესაც პლასტმასა სხვა მასალასთან ირევა, მისი გადამუშავება რთული ან შეუძლებელია. ბევრ ადგილას ვერ ხერხდება მისი გადამუშავება, დაწვა ან ნაგავსაყრელზე განთავსება, ამიტომ, როგორც წესი, ხანმოკლე, გამოსადეგი ცხოვრების შემდეგ პლასტმასის საგნები ნაგვის სახით მრავალსაუკუნოვან საიქიოში მიემართებიან.

მათ ყრიან მდინარეებში, რომელთაც ის ზღვებში ჩააქვთ. ისინი პატარა ნაკუწებად – მიკროპლასტმასად – იშლებიან. ამ ნაწილაკებს ყველა ზომის ზღვის არსება ჭამს. როდესაც ნაფლეთები ზღვის მარილს ერევა, მათ ჩვენც შევექცევით (გაურკვეველი შედეგებით). კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებს – ნანოპლასტმასას – შევისუნთქავთ კიდეც: მეცნიერებმა ის სულ ცოტა ხნის წინ მთის მწვერვალებსა და არქტიკაშიც კი იპოვეს, სადაც ისინი ქარმა წაიღო და წვიმასა და თოვლს შეურია.
ასე გადაიქცა სასწაული კოშმარად.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო დიდი გამოწვევაა ამ სასწაულის გამოყენება კოშმარის გარეშე. „შეამცირე, ხელახლა გამოიყენე და გადაამუშავე“ – ამას გვპასუხობენ გარემოს დამცველები უკვე ნახევარი საუკუნეა. მიუხედავად ამისა, ბიზნეს-კომპანიებს, რომლებიც პლასტმასის პროდუქტებს ან პლასტმასისგან დამზადებულ შესაფუთ მასალას ყიდიან, ნაკლები მოტივაცია აქვთ მათ შესამცირებლად. გადამუშავება შეიძლება საკმაოდ რთული და ძვირიც დაგვიჯდეს, მაგრამ რაკი პლასტმასით დაბინძურება მსოფლიო პრობლემად იქცა, ფსონებიც გაიზარდა და საზოგადოებრივი ცნობიერებაც.

როგორც ჩანს, კულტურული ძვრები იწყება. ანტრეპრენიორები პლასტმასის თავიდან აცილების გზებზე მუშაობენ.
ჩვენი ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელსაც პლასტმასა შეეხო, განსხვავებულ გამოწვევას გთავაზობთ. თითოეულ საგანს თავისი ისტორია აქვს.
აი, რამდენიმე ასეთი ისტორია და რამდენიმე გამოსავალი.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.