
ციფრული კოლექცია
აიდაჰოს ბუნების ისტორიის მუზეუმმა გადაწყვიტა მისი ძვლები, ასევე, სრული კოლექცია, საზოგადოებას აჩვენოს
გამყინვარების პერიოდის ბიზონი ბობი 36 000 წლისაა. აიდაჰოს ბუნების ისტორიის მუზეუმმა გადაწყვიტა მისი ძვლები, ასევე, სრული კოლექცია, საზოგადოებას აჩვენოს. ბობი არქეოლოგიური და ნამარხი ნიმუშების ციფრული ვერსიების ელექტრონული საცავის შემადგენელი ნაწილია. რა არ ინახება ამ საცავში, უძველესი Helicoprion-ის (გადაშენებული ზვიგენი) და მშვილდ-ისრების ჩათვლით. ნიმუშების სამგანზომილებიანი სკანირებული სურათები შეგიძლიათ დაატრიალოთ, ამოაბრუნოთ, გაადიდოთ და მაღალი გარჩევადობით დაათვალიეროთ. მყიფე ნიმუშები დაზიანებისგან დაცულია. უკვე შექმნილია 15 000-ზე მეტი ძვლისა და არტეფაქტის სკანირებული სურათი.