
ციფრული ზოოპარკი
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ბიოლოგი საკმაოდ უცნაურ ლერწმის გომბეშოს ფილიპინებზე გადაეყარა
ცხოველის სამგანზომილებიანი ფოტოს გადაღება რთულია. „მაგალითად, ფეხი რომ გაამოძრაოს ან თუნდაც ჩაისუნთქოს, თავიდან უნდა დაიწყო“, ამბობს დუნკან ირშიკი.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ბიოლოგი საკმაოდ უცნაურ ლერწმის გომბეშოს ფილიპინებზე გადაეყარა: ფეხი არ მოუცვლია ფოთლიდან, სანამ 30 ფოტოს უღებდნენ ყველა კუთხიდან – საკმარისს, რომ ამ ფოტოს სამგანზომილებიანი ვერსია შექმნილიყო.
დღესდღეობით, ირშიკი ე.წ. „ბისტკამის“ ტექნოლოგიას იყენებს. კამერები გადასაღები ობიექტის გარშემო, წრეზე თავსდება და ყველა ერთდროულად იღებს. „მსგავსი ტექნოლოგია პოპულარულია, თუმცა ცხოველთა გადაღება ამ ხერხით იშვიათად ხდება“, ამბობს ფოტოგრაფი – კრისტინ შეპარდი.
ირშიკმა და შეპარდმა დიდი პროექტი წამოიწყეს, რომლის მიზანია „დედამიწის ბინადრების მაღალი გარჩევადობის მოდელების შექმნა“.
ეს მოდელები საზოგადოებას, განსაკუთრებით მკვლევრებს, საშუალებას მისცემს, ახლოდან დააკვირდნენ ცხოველებს.

როგორ მუშაობს
ნაბიჯი 1: ცხოველი დგება შუაში. ბისტკამს
2 სმ-დან 2 მეტრამდე ზომის ცხოველის გადაღება შეუძლია.
ნაბიჯი 2: კამერის უსადენო სამართავ მოწყობილობას რამდენიმე ფოტოაპარატის ერთდროულად მართვა შეუძლია. „დღეში ასობით ცხოველის გადაღებაა შესაძლებელი“, ამბობს ირშიკი.