ცივი დანაკარგები
ისინი 1915-1918 წლებში იტალიისა და ავსტრია-უნგრეთის შენაერთებში იბრძოდნენ
გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება წარსულის ბევრ საიდუმლოს ფარდას ხდის. იტალიის ჩრდილოეთში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა, I მსოფლიო ომის ჯარისკაცთა გაყინული გვამები იპოვეს.
ისინი 1915-1918 წლებში იტალიისა და ავსტრია-უნგრეთის შენაერთებში იბრძოდნენ. „ბევრი ძალიან ახალგაზრდა იყო“, – ამბობს არქეოლოგი ფრანკო ნიკოლისი.
გვამებს სასამართლოს ანთროპოლოგი დანიელ გაუდიო სწავლობს. თუმცა, მხოლოდ დნმ-ით მათი ოჯახების პოვნა ვერ ხერხდება.
ზაფხულში ნიკოლისი მნახველებს 3700 მ სიმაღლეზე გაუძღვება. „იქ, იმ ხის ქოხში, ჯერ ისევ იგრძნობა ომის სურნელი“, – ამბობს ის.