ცივი მხარეების ხიბლი
ტროპიკები და უდაბნოები სხვებისთვის მიმინდია. გულადებს პოლარული მხარეები გვიზიდავს
ერთ სუსხიან დღეს კანადურ ტუნდრაში, ჰუდსონის ყურის ნაპირთან, ავტომობილით პოლარული დათვების ძიებაში მივჯანჯღარებთ. ქარბუქის სრულ სითეთრეში მოგზაურობა პინგ-პონგის ბურთში გადაადგილებას ჰგავს.
შემდეგ ჩვენს ყველგანმავალ „ტუნდრა ბაგიში“ გათბობა ითიშება და მიუხედავად მრავალი მცდელობისა, აღარ ირთვება. სტიქიისგან მხოლოდ მინის თხელი ფენა და მეტალი გვიცავს.
მზე ჩადის. ცივა.
თუმცა, საკმაოდ დაცულნი ვართ; თბილ თავშესაფრამდე არც ისე დიდი მანძილი დაგვრჩა და სტიქიის შემოტევას გავუძლებთ. ჩვენ ვეფლობით ქურთუკებში, ვპოულობთ ღვინითა და ვისკით სავსე ბოთლებს და ისტერიანარევი ხუმრობებით ვიმხნევებთ თავს.
ცივა, მაგრამ ბედნიერები ვართ. მე ჩემს სტიქიაში ვარ.
არქტიკული ყინულის ყინულმჭრელით გაპობა, ანტარქტიკულ შტორმთან ბრძოლა, ალასკაში კოტეჯში ცხოვრება, ჩრდილოეთ პოლუსზე დგომა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები გონების გამყინავ სუსხთან ჭიდილს უკავშირდება. ეს ის ადგილებია, სადაც თავს სახლში ვგრძნობ, სადაც მოხვედრაზე მუდამ ვოცნებობ.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიცივე ყოველთვის მხიბლავს. ზოგიერთ ღამეს თოვლში გახარებული ბავშვივით მივაბიჯებ ბედნიერი იმით, თუ რა მშვენიერი შეიძლება იყოს ზამთარი. ხანდახან კი ოთახის გამათბობლების გაყინულ მილებს ვეხუტები და ჰავაიში ცხოვრებაზე ვოცნებობ. თუმცა, არ უარვყოფ, ზოგჯერ ზამთარი ზუსტად იმიტომ მიყვარს, რომ მას მალე გაზაფხული შეცვლის. ამ შეგრძნებას სხვა ქიონოფილებიც (სიცივის მოყვარულების აღმნიშვნელი სამეცნიერო სიტყვა) იზიარებენ. „მე მომწონს სიწყნარე, რომელიც სიცივეში ცხოვრებას ახლავს“, – ამბობს ჩემი მეგობარი ალისა მაკქოლი – Polar Bears International-ის მეცნიერი და ჩემი თანამგზავრი „ტუნდრა ბაგიში“. თუმცა, ისიც აღიარებს: „ნამდვილად ვმდგარვარ გარეთ ზამთარში ავტობუსის მოლოდინში და მიოცნებია, რომ ჰაერი არ მტკენდეს“.
ჩემი მეორე მეგობრის, ერიკ ლარსენისთვის სიცივე კიდევ უფრო მიმზიდველია. თხილამურებით ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებამდე მიუღწევია, დაულაშქრავს ევერესტი და გადაუკვეთავს გრენლანდიის ყინულოვანი საფარი. მისი იმეილის ხელმოწერის ქვეშ ვკითხულობთ: „მაგარია სიცივე!“ და მაინც, ის სიცილით აღნიშნავს: „გულწრფელი რომ ვიყო, მძულს, როდესაც მცივა. ცივ ადგილებში თბილად ყოფნა მომწონს“. ერიკს ვეთანხმები. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სიცივის ყველაზე დიდი ხიბლი მის მორჯულებაშია. ასეთი გამოწვევა ამხანაგურ სულისკვეთებას წარმოშობს: პოლარულ მისიაზე წასულ გუნდში ნდობისა და პარტნიორობის განცდას; გაყინულ ქუჩებში გამვლელ უცხო ადამიანებს შორის თავის მეგობრულ დაქნევას. ცივი ზამთრის ერთად გადაგორების შემდეგ საერთო ტრიუმფის განცდა ისადგურებს.
ყინულში მეთევზეების თავშესაფრები კანადაში, რიჩარდ ჯონსონის სერიიდან „ყინულოვანი ქოხები“. ფოტო: რიჩარდ ჯონსონის გალერეა

სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფდება, სმარტფონები და სოციალური მედია კი დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვენ, სიცივე გვაიძულებს, ტემპი შევანელოთ და საკუთარ თავსა და გარემოს ჩავუღრმავდეთ.
ამ გამოწვევის მიღების შესაძლებლობა უფრო და უფრო ცოტას ეძლევა. ცივი ადგილების გაქრობის საშიშროება ახლო მომავალში არ გვემუქრება, თუმცა სიცივის ხანგრძლივობა და ინტენსიურობა შეიძლება შემცირდეს. მსოფლიო სწრაფად თბება.
XX საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ში ზამთრის საშუალო ტემპერატურამ ზაფხულის ტემპერატურის ზრდის ტემპს გაუსწრო. უკანასკნელ ხუთ ან ექვს ათწლეულში არქტიკა დედამიწის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით ორი გრადუსით მეტად გათბა; არქტიკული ზღვის ყინულის საფარი, მისი გავრცელების წლიური მინიმუმი, ყოველ ათწლეულში 13 პროცენტით იკლებს. გრენლანდიის ყინულოვანი საფარის დნობის 2019 წელს მიღწეული ტემპი კი მხოლოდ 2070 წლისთვის იყო ნავარაუდევი.
აქვე ჩრდილოეთ პოლუსთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულს დავაზუსტებ: როდესაც 2017 წლის აგვისტოში მის მახლობლად ვიდექი, პოლუსის გარშემო სივრცე, ძირითადად, ღია ზღვა იყო.
მახსენდება ერიკის ნაამბობი – როგორ უვარდებოდა ფეხი საგრძნობლად შეთხელებულ ყინულში ჩრდილოეთ პოლუსზე უკანასკნელი მოგზაურობისას. სხვა მეგობარი კი, რომელიც ათწლეულები შეისწავლიდა არქტიკულ სელაპებს, წუხს, რომ მის შვილს ამისი შესაძლებლობა აღარ ექნება.
მაგონდება შთაბეჭდილებები, რომელთა გარეშე ჩემი ცხოვრება გაღარიბდებოდა. მაგონდება ანტარქტიდა 1993 წელს, როგორ დავყურებდით კლდიდან ხომალდ „გრინპისის“ ეკიპაჟის წევრი და მე როსის ზღვას. ოკეანეში ვეშაპმჭერი ხომალდების ძიებაში ხანგრძლივი და დამქანცველი წანწალისას ანტარქტიდამ რამდენიმე დღით თავისი სიმკაცრე სრულად გვიჩვენა. ჩვენი გემი ხმაურიანი ქარით და ყინულოვანი ტალღებით იქამდე აქანავა, სანამ ხომალდი ყინულის სქელი ფენით არ დაფარა. როდესაც შტორმმა იყუჩა, ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა და მე ნაპირზე გადასვლა გადავწყვიტეთ.
მძვინვარე ქარი სახის დაუფარავ ნაწილებს გვისუსხავდა. შემდეგ უეცრად ქარი ჩადგა. ერთი წუთით სიჩუმემ დაისადგურა.
სიტყვები არ იყო საჭირო. უბრალოდ ვისხედით იქ, კლდის მწვერვალზე, ანტარქტიდაში და ჩუმად ვიღიმებოდით.
სიცივეში.