
ცხელ-ცხელი კარტოფილი
ეს კარტოფილი შეიცავს 70%-ით ნაკლებ ამინომჟავას, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე კანცეროგენად გარდაიქმნება
წელს მაღაზიებში, შესაძლოა, გენმოდიფიცირებული კარტოფილი გამოჩნდეს. რნმ-ინტერფერენციით (RNAi) მეცნიერებმა იმ გენების ჩახშობა მოახერხეს, რომლებიც ჰაერზე კარტოფილის გალურჯებასა და გაყავისფრებას იწვევს. ეს კარტოფილი შეიცავს 70%-ით ნაკლებ ამინომჟავას, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე კანცეროგენად გარდაიქმნება. გენმოდიფიცირებული კარტოფილის მეორე ვერსია ფიტოფტორიზის მიმართ იქნება რეზისტენტული.
ამ კარტოფილის შემქმნელი კომპანია J. R. Simplot, მას „თავისთავადს” უწოდებს, რადგან სხვა სახეობების გენებს არ შეიცავს. მიუხედავად ამისა, მაკდონალდსის ქსელი მასზე უარს ამბობს. RNAi „მეტად რუტინული პროცედურაა, – ამბობს დევისის (კალიფორნია) უნივერსიტეტის ბიოლოგი კენტ ბრედფორდი, მაგრამ „გენმოდიფიცირებული პროდუქტების ბაზარზე მოხვედრა მაინც ძნელია“.