
ცხოველების გულშემატკივარი
გრუბერმა მონაწილეობა მიიღო ასევე ე.წ. „რბილი რობოტის ხელის“ შექმნაში. ის სილიკონის კაუჩუკისაა და ფაქიზ მარჯანს დაუზიანებლად აგროვებს მის შემდგომ შესასწავლად
„ვცდილობ, ოკეანე ზღვის ცხოველების თვალით დავინახო“, ამბობს საზღვაო ბიოლოგი დევიდ გრუბერი. სწორედ ამ ცნობისმოყვარეობით შექმნა National Geographic-ის დამწყებმა მკვლევარმა წყალქვეშა კამერა, რომელიც კუს თვალებით გვიჩვენებს სამყაროს.
გრუბერმა მონაწილეობა მიიღო ასევე ე.წ. „რბილი რობოტის ხელის“ შექმნაში. ის სილიკონის კაუჩუკისაა და ფაქიზ მარჯანს დაუზიანებლად აგროვებს მის შემდგომ შესასწავლად.
მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში გაიმართება National Geographic-ის გამოფენა – ოკეანის ოდისეა, რომელზედაც დამთვალიერებელი გრუბერის უახლეს ნამუშევარს იხილავს სხივფარფლიანი თევზებისა და მათი ერთმანეთთან კომუნიკაციის შესახებ. ეს ყველაფერი უფრო ფართო ხედვის ნაწილია, გრუბერის სიტყვებით – „კვლევისა, რომელმაც ემპათია უნდა გაზარდოს“.