კატა და თაგვი. მუდმივი მტრები, რომლებიც ერთმანეთის ყველა ნაბიჯს აკვირდებიან და სასიკვდილო „კატათაგვობანას“ თამაშობენ. რა მოხდება, ეს ორი „მეომარი“, ვთქვათ, იაპონელი სამურაივით ან ტიუდორების ეპოქის რაინდივით რომ აღიჭურვოს. კანადელი ხელოვანი ჯეფ დე ბური ამ ფანტაზიას ხორცს ასხამს და კატებისა და თაგვებისთვის სამუზეუმო ხარისხის ჯავშანს ამზადებს. სინამდვილეში ექსპონატები მხოლოდ ადამიანის თვალისთვისაა განკუთვნილი და არა ცხოველებზე მოსარგებად. 1980-იანი წლებიდან მან დაახლოებით 800 კოსტიუმი შექმნა. ჩვეულებრივი ლითონისგან „პატარა, მაგრამ ძლევამოსილი“ შედევრები გამოჭედა. – ჰიქს ვოგანი
1. დამყოფი ფარგალი
როდესაც მომრგვალებულ ზედაპირს, მაგალითად მუზარადის ღიობებს ზომავთ, ეს ხელსაწყო სიმეტრიას უზრუნველყოფს.
2. მოსამრგვალებელი ხელსაწყო
რამდენიმე ზომის ხელსაწყო ლითონისგან გუმბათოვანი ფორმების შესაქმნელად გამოიყენება.
3. დასაფიქსირებელი მასალა
ეს შავი ფისისმაგვარი წებოვანი მასალა ლითონის ნაჭერს შემკობისას ადგილზე აფიქსირებს.
4. ბეწვა ხერხი
სხვადასხვანაირი პირი საშუალებას იძლევა ფორმები მაღალი სიზუსტით და მრავალგვარი მასალიდან გამოიჭრას.
5. ჩაქუჩი
ამ ხელსაწყოს მეშვეობით ლითონზე ჭდეები კეთდება, რითაც ორნამენტები და სხვადასხვა დეტალი იქმნება.
6. ფორმის მისაცემი პალო
ეს ინდივიდუალურად დამზადებული ხელსაწყო ეხმარება დე ბორს მყარი ლითონების დამორჩილებაში.
7. ჩაქუჩები და ქლიბები
პირველი ფორმის მისაცემად და მოქლონვისთვის, ხოლო მეორე – გლინვისთვის ან საფხეკად გამოიყენება.
8. სარჩილავი ლამპა
სიმხურვალე ლითონს უფრო დამყოლს ხდის. დე ბურის მუშაობის პროცესის სანახავად ეწვიეთ: natgeo.com/armor.