ცხოვრება ISIS-ის შემდეგ
მოკავშირეები მოსულის დასაბრუნებლად დაიძრნენ. ქალაქიდან გამოქცეული ერაყელები სულისშემძვრელ ამბებს ყვებოდნენ ისლამური სახელმწიფოს სისასტიკის შესახებ. აშკარად ჩანდა, რომ მათი სამშობლო მიყენებულ იარებს კარგა ხანს ვერ მოიშუშებდა

2006 წლისთვის ისლამურმა სახელმწიფომ სუნიტური ისლამური ჯგუფების გაერთიანების სახით იწყო ჩამოყალიბება. ხუთ წელიწადში მან ორგანიზებული სახე მიიღო, ძალაუფლება მოიპოვა და სადამ ჰუსეინის დროიდან შემორჩენილი ბაასისტი მებრძოლებიც შეიკედლა. 2012-2013 წლებში სირიას მოედო. 2014 წლის იანვრის პირველ დღეებში ბრძოლა წამოიწყო რამადიში, ანბარის პროვინციის (ერაყი) დედაქალაქში. რამდენიმე ასეულმა მებრძოლმა ხელთ იგდო ქალაქის დიდი ნაწილი.
თიქრითთან, პატარა დასახლება ალ-ალამში 11 მამაკაცი საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით იმ გზაჯვარედინთან, სადაც დღეს მათი მემორიალი დგას. ამგვარი ძეგლები და ნახატები სულ ფრო ჩვეული ხდება ერაყში.
ISIS-ის წინააღმდეგ წარმოებულ ომში სხვადასხვა ერაყული დაჯგუფება ჩაება. ჰაჯ-ალიში შეიხის ფორმირებული სუნიტური რაზმი პატრულირებდა.
ერაყს არ გააჩნია რესურსები სამი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირის დასახმარებლად. ბანაკებში მარაგების ნაკლებობაა. ამ მუშას, მტვრიან გზას რომ მიუყვება, გაუმართლა, რადგან ბანაკთან ახლოს იპოვა სამუშაო.

თავიდან, მთავრობასა და ისლამურ სახელმწიფოს შორის განხეთქილება მწვავე არ იყო. ზუჰაირს კლიენტები ოკუპირებულ ნაწილშიც ჰყავდა და აქეთ-იქით სიარულის ნებას რთავდნენ. ზოგიერთი განსხვავება კი აშკარა იყო; სახლებსა და ოფისებზე გაჩნდა წარწერები: „ისლამური სახელმწიფოს შემოწირულობის ფონდის საკუთრება“, ლოცვისკენ ყოველი მოწოდების წინ, დღეში ხუთჯერ, მაღაზიები უნდა დაეკეტათ, ისლამური სახელმწიფოს შავ-თეთრი ლოგო ყველგან მოჩანდა. ისლამური სახელმწიფო ადამიანის გამოსახულებას მკრეხელობად მიიჩნევდა, მაღაზიის ვიტრაჟებსა და ბილბორდებზე გამოსახული მოდელები ამოეჭრათ ან შეეღებათ.
ყველაზე მეტად რამადი დაზარალდა. ისლამურმა სახელმწიფომ და მის წინააღმდეგ წარმართულმა ომმა ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია. ძალადობამ მოიცვა სამხრეთ ბაღდადიდან თურქეთის, სირიისა და საუდის არაბეთის საზღვრამდე გადაჭიმულ ტერიტორია, რამაც ათობით ქალაქი (რამადის გარდა ფალუჯა, თიქრითი და თალ-აფარიც დაარბიეს) და ასობით დასახლება თუ სოფელი ჩაითრია. ისლამურმა სახელმწიფომ გაანადგურა ნინევიის მესოპოტამიური არქეოლოგიური საგანძური და უძველესი ქრისტიანული სოფლები; შეეცადა იეზიდი ხალხის გაქრობას, რომელსაც წარმართებად მიიჩნევდა; ნავთობის ჭაბურღილებზე მის მიერ გაჩაღებული ხანძრები თვეობით გრძელდებოდა და გარემოს უზარმაზარ ზიანს აყენებდა. 2017 წლის დასაწყისისთვის გაერომ, აშშ-მა, მისმა მოკავშირეებმა და სხვა ორგანიზაციებმა იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილებისთვის 86 ბანაკი მოაწყვეს მთელ ერაყში. 3 მილიონზე მეტმა ერაყელმა დატოვა სახლი.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.