
ცხოვრება პრაიდთან
როცა ადამიანი ლომს ეჯახება, ორივე ზარალდება
ლომების ზეობისა და მათი დაღმასვლის ნიშნები სამ კონტინენტზე მოიპოვება. სამხრეთ საფრანგეთში მდებარე შოვეს გამოქვაბულის 30 000 წლის წინანდელი ნახატები ადასტურებს, რომ ლომები ევროპაში ადამიანების გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ასევე არსებობს ცნობები, რომ სირიაში, თურქეთში, ერაყსა და ირანში ლომები მე-19 და მე-20 საუკუნეების გვიანდელ წლებამდე შემორჩნენ. დაღმასვლის ამ ხანგრძლივ პერიოდში მხოლოდ აფრიკა (და, ნაწილობრივ, ინდოსტანის ნახევარკუნძული) რჩებოდა საიმედოდ დაცულ ცენტრალურ ტერიტორიად.
თუმცა, ახალი კვლევების თანახმად, ლომი აფრიკის იმ ტერიტორიის 80%-იდან გაქრა, სადაც ადრე ბინადრობდა. არავინ იცის, რამდენი ლომი შემორჩა დღეს აფრიკაში, რადგან ლომების დათვლა ძნელია. ექსპერტების აზრით, მისი რიცხოვნობა უკანასკნელ ათწლეულებშიც კი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის ჰაბიტატის დაკარგვა, ბრაკონიერების მიერ სახორცედ იმ ცხოველების ხოცვა, რომლებზეც ლომი ნადირობს, პირუტყვის მიერ იმ ცხოველების ადგილის დაკავება, რომლებითაც ლომი იკვებება, დაავადებები, ლომების შუბებით ხოცვა პირუტყვსა ადამიანებზე თავდასხმების საპასუხოდ, მათი რიტუალური კვლა და მოჭარბებული სატროფეო ნადირობა.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.