
დაასახელე ვარსკვლავი
უძველესი დროიდან, ვარსკვლავები ეხმარებოდნენ ადამიანს გზის გაკვალვასა თუ მიწათმოქმედებაში
ალფრიკი და გრუმიუმი, იმ ორი ვარსკვლავის დასახელებაა, რომლებიც ოფიციალურ რეესტრში მოხვდა 225 სხვა უჩვეულო სახელთან ერთად. სია საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა შექმნა.
უძველესი დროიდან, ვარსკვლავები ეხმარებოდნენ ადამიანს გზის გაკვალვასა თუ მიწათმოქმედებაში. ერთი ვარსკვლავი ათეულობით სახელს იძენდა, განსხვავებული დაწერილობითა და თარგმანით. ასტრონომები ციურ სხეულებს ასო-ციფრულ დასახელებებს ანიჭებენ, თუმცა ხალხს სახელებით მოხსენიება უყვარს: „ქალაქს საფოსტო ინდექსით ხომ არ მოვიხსენიებთ“, – ამბობს ასტრონომი ერიკ მამაჯეკი.
მამაჯეკს იმედი აქვს, რომ „ვარს-კვლავთმრიცხველებს“ მოხერხებულ ლექსიკონს შესთავაზებს მის გუნდს ამ დროისათვის უკვე ინდექსირებული აქვს 950 ვარსკვლავის 3500 დასახელება.