
დაცეცებული თვალები
ცისფერი ზღვის ვარსკვლავას ამბულაკრული ფეხების ბოლოებზე განთავსებული თვალები ადამიანის თვალივით არ ფუნქციონირებს
ცისფერი ზღვის ვარსკვლავა (ზევით) რიფებზე მცხოვრებ ზღვის ვარსკვლავებში ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ახალი კვლევით გაირკვა, როგორ ფუნქციონირებს მისი თვალი.
ცისფერი ზღვის ვარსკვლავას ამბულაკრული ფეხების ბოლოებზე განთავსებული თვალები ადამიანის თვალივით არ ფუნქციონირებს. „ვარსკვლავას თვალი სუსტად არჩევს სინათლესა და სიბნელეს”, – ამბობს ნეირობიოლოგი ანდერს გარმი. ადამიანი ევოლუციურად ისე განვითარდა, რომ მეტი მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია, რადგან მისი ტვინი უფრო დიდი და რთული აგებულებისაა. ზღვის ვარსკვლავებში მხედველობით ინფორმაციას მცირე რაოდენობის ნერვული უჯრედი აღიქვამს. გარმის თქმით, ცხოველის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად პრიმიტიული მხედველობაც საკმარისია.