
შორიდან მომავალი ყუმბარების გრუხუნში ომაიანთა მეჩეთის მკვიდრად ნაშენ რომაულ კედლებს მიღმა ყოველდღიურობა ჩვეულ კალაპოტში მიედინება. ეს ხმები სამოქალაქო ომით გაპარტახებული გარეუბნებიდან წამოსული სასოწარკვეთილი ექოა. ძველი ქალაქი არ დანგრეულა, მაგრამ შეიცვალა.
უცხოელი ტურისტები თუ სასეირნოდ გამოსული ლამაზად ჩაცმული ადამიანები დიდი ხანია გაქრნენ. დღეს ლურჯ ირანულ კერამიკასა და ფერად თავსაფრებს სირიელი ლტოლვილები ათვალიერებენ. უსაფრთხო ზონა დამასკოში დღითიდღე პატარავდება. ქალაქის ცენტრში შეიარაღებული მოხალისეები პატრულირებენ. მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი მათ ენდობა, ნაწილს – ეშინია.
ძველი ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში სახლები ერთმანეთის მიჯრითაა ნაგები. ვაზი ეზოებიდან გარეთ გადმოდის. ფრანგული კოლონიური ბულვარების გასწვრივ, ხალხმრავალ ბაზრებსა და თითქმის დაცარიელებულ ღამის კლუბებში ადამიანები თითქოს დროებითი უსაფრთხოების ბუშტში გამომწყვდეულან. დამასკოს ცენტრში გახშირდა აფეთქებები. მთავრობა ამ თავდასხმებს ამბოხებულებს აბრალებს. ხასიუნის მთა, ღამის დედაქალაქის მოციმციმე გორაკი, რომელიც თავისი კაფეებით დამასკოს გადაჰყურებდა, ახალგაზრდებისა და წყვილების საყვარელი ადგილი იყო. ახლა ის ციტადელია. სამთავრობო ჯარები იქიდან ბომბავენ ქალაქს.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.