
დამხმარე ეტლის რევოლუცია
პრობლემის გადასაჭრელად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში შექმნეს ეტლის და სამთვლიანი ველოსიპედის კომბინაცია
განვითარებად ქვეყნებში 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება სპეციალური სავარძელი – თუმცა სტანდარტული ეტლები არ არის განკუთვნილი რთული რელიეფისთვის. პრობლემის გადასაჭრელად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში შექმნეს ეტლის და სამთვლიანი ველოსიპედის კომბინაცია. ტრანსმისიის სისტემა დამზადებულია ველოსიპედის იაფი ნაწილებისგან. გამომგონებლებმა ბიზნესი წამოიწყეს: აწარმოებენ და ყიდიან ეტლებს, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციები უფასოდ ანაწილებენ.