დამოკიდებულების მეცნიერება
ახალი კვლევით, ტვინის ჯილდოს სისტემას განსხვავებული მექანიზმები აქვს ლტოლვისა და სიამოვნებისთვის. ლტოლვის მაპროვოცირებელია ნეიროგადამცემი დოპამინი. სიამოვნების სხვა ნეიროგადამცემები „ჰედონისტურ კერებში“
დამოკიდებულების მეცნიერება
ახალი კვლევით, ტვინის ჯილდოს სისტემას განსხვავებული მექანიზმები აქვს ლტოლვისა და სიამოვნებისთვის. ლტოლვის მაპროვოცირებელია ნეიროგადამცემი დოპამინი. სიამოვნების სხვა ნეიროგადამცემები „ჰედონისტურ კერებში“
ნებისმიერი რამ, რაც ზედმეტად ღირებულია თქვენთვის, ნებისმიერი რამ, რაც იწვევს ეიფორიას ან გამშვიდებთ, შეიძლება იწვევდეს დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, თავის ტვინი მხოლოდ კმაყოფილების აღქმის ორგანო არაა. აქ თავმოყრილია ევოლუციის ყველაზე დახვეწილი მექანიზმები: ფიქრის, რისკების შეფასებისა და უმართავი სურვილის კონტროლის. რატომ ხდება, რომ ძლიერი სურვილი და ჩვევები გადაწონის ხოლმე გონიერებას, კეთილ ზრახვებსა და დამოკიდებულების საფასურის გაცნობიერებას?
დამოკიდებულების მკურნალობის სამყარო ორ ბანაკად იყოფა. ერთნი თვლიან, რომ განკურნება შესაძლებელია დამოკიდებული ტვინის გაუკუღმართებული ქიმიის ან ელექტროგაყვანილობის გამოსწორებით, მედიკამენტური მკურნალობის ან ტმს-ს მსგავსი ტექნიკის გამოყენებითა და თანმხლები ფსიქოსოციალური მხარდაჭერით. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ მედიკამენტები მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ აბსტინენტური სინდრომის ლტოლვა და აგონია შეამსუბუქოს. ამით ადამიანებს უკვე საშუალება მიეცემათ დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებელად ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გაიარონ. ორივე ბანაკი თანხმდება, რომ არსებული მკურნალობის მეთოდი არ კმარა.
ახალი კვლევით, ტვინის ჯილდოს სისტემას განსხვავებული მექანიზმები აქვს ლტოლვისა და სიამოვნებისთვის. ლტოლვის მაპროვოცირებელია ნეიროგადამცემი დოპამინი. სიამოვნების სხვა ნეიროგადამცემები „ჰედონისტურ კერებში“. როცა ლტოლვის სქემა ფარავს სიამოვნებისას, ჩნდება დამოკიდებულება, რომელიც უბიძგებს ამა თუ იმ ქცევის ან წამლისკენ.
მეცნიერები იკვლევენ დამოკიდებულების მკურნალობის მეთოდებს, რომელიც ათეულობით მილიონ ადამიანს გამოიყვანს დაუოკებელი სურვილებისა და მოხმარების შეწყვეტით გამოწვეული ტანჯვის ტყვეობიდან.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.