დაუძლეველი კლდე
ომანის ჩრდილოეთ სანაპიროზე ახალგაზრდა მთამსვლელები საკუთარ ოსტატობას ზღვისპირა ციცაბო კლდეებზე ცდიან


დაუძლეველი კლდე
ომანის ჩრდილოეთ სანაპიროზე ახალგაზრდა მთამსვლელები საკუთარ ოსტატობას ზღვისპირა ციცაბო კლდეებზე ცდიან
გუნდში ექვსნი არიან, აქედან ორი მსოფლიოში საუკეთესო მეკლდეურია: ალექს ჰონოლდი და ჰეიზელ ფინდლი. 28 წლის კალიფორნიელმა (საკრამენტოდან) ალექსმა სახელი 2008 წელს გაითქვა. მაშინ ის იოსემიტში, „ჰაფ-დოუმის“ 600-მეტრიან ჩრდილო-დასავლეთ კედელზე თოკის გარეშე ავიდა. 24 წლის უელსელი ჰეიზელი კი, 2011 წელს პირველი ბრიტანელი ქალი იყო, რომელიც იოსემიტის „ელ-კაპიტანის“ 900-მეტრიან კედელზე მხოლოდ დამზღვევი თოკით აცოცდა.
ახლა ისინი მეთევზეებთან ერთად ჩრდილოეთ ომანის ერთ პატარა მეჩეთთან დგანან და უხსნიან მათ, რომ კვლევითი სამუშაოებისთვის ჩამოსული პროფესიონალი მეკლდეურები არიან. თეთრსა და ჩალისფერ დიშდაშებში გამოწყობილი მამაკაცები ჩიბუხს აბოლებენ და თავს აქნევენ. მთიანი ნახევარკუნძული, სადაც ისინი ცხოვრობენ, ყურეებისა და ფიორდებისგან შემდგარი ჩახლართული ლაბირინთია. თითო-ოროლა მეკლდეური თუ შეხებია ხელით აქაურ კირქვის ციცაბო კლდეებს. კენჭებიანი სანაპიროს გასწვრივ სულ შეთეთრებული შენობებია ჩამწკრივებული. სოფლის უკან, შუადღის თაკარა მზეზე 900-მეტრიანი კლდე ლაპლაპებს.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.