ვინ:
დავითი, 22 წლის ფოტოგრაფი ქალაქ თბილისიდან, საქართველო.
სად:
ქუთაისი, ქარხნის დასახლება.
რა:
Canon 6D sigma 24-70mm, f/2.8 ლინზა
ამბავი:
ჩვენი ბატონობა ბუნებაზე თანამედროვე სამყაროში თითქოს ეჭვგარეშეა. დავით თაბაგარის ფოტო „სიცოცხლის გამარჯვება”, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ მიტოვებულ ქარხანაშია გადაღებული, ფრთხილად გვახსენებს – თუკი ჩვენსავე შექმნილს მივატოვებთ, ბუნების ძალა ნელა, მაგრამ აუცილებლად წაშლის მას. ფაბრიკამ, რომელშიც, დაახლოებით, 20 წელიწადია არავინ შესულა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყვიტა მუშაობა, თუმცა საინტერესოა, რომ ხელსაწყოები და აღჭურვილობა მთლიანად არის შემონახული.
შემოუერთდი National Geographic საქართველოს Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge