
დედამიწა ბრუნავს მთვარის გარშემო თუ მთვარე დედამიწის გარშემო?
ეს სხეულები გრავიტაციის იმ საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავენ, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1600 კილომეტრით ქვევით მდებარეობს
რუბრიკა: საინტერესო ფაქტები
ორივე. ისინი ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ.
ეს სხეულები გრავიტაციის იმ საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავენ, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1600 კილომეტრით ქვევით მდებარეობს, ამგვარად, დედამიწა სამ სხვადასხვა ბრუნვას ასრულებს: საკუთარი ღერძის ირგვლივ, მზის გარშემო და ამ წერტილის გარშემო.
დაიბენით? ნიუტონიც კი ამბობდა, თავის ტკივილი მეწყება, როცა მთვარის მოძრაობაზე ვფიქრობო.