
„დედამიწაზე ყველაზე დიდი ამბავი თავად დედამიწაა“ - დევიდ დუბილე
თუ დედამიწას იკვლევთ, გიყვარდებათ კიდეც ეს პლანეტა; ხოლო ვისაც დედამიწა უყვარს, მის დასაცავადაც იბრძვის. National Geographic-მა და Rolex-მა ახალი ერთობლივი კამპანია წამოიწყეს ბუნების კვლევისა და დაცვის ხელშესაწყობად. მეტი ინფორმაციისთვის, განაგრძეთ კითხვა
„როგორც იქნა, პოლუსი!“ – ჩანაწერი რობერტ პირის დღიურიდან, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის აღმოჩენას იუწყება. 1909 წელს ჩატარებული ეს ექსპედიცია National Geographic Society-მ დააფინანსა.
1953 წლის 29 მაისს, როგორც იქნა, ევერესტიც დაიპყრეს. ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი იქცნენ პირველ მთამსვლელებად, რომლებიც ჯომოლუნგმას წვერზე ავიდნენ. მათი გუნდის აღჭურვილობაზე Rolex-მა იზრუნა.

National Geographic-სა და Rolex-ს ერთად ექსპედიციებისა და მკვლევრების მხარში დგომის 200 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ. მაგრამ ახლა Rolex-ი და National Geographic-ი უფრო მასშტაბურ საქმეს შეეჭიდნენ: დედამიწის საოცრებების უშუალო გამოკვლევასთან ერთად, ხალხში მეცნიერული ცოდნის გავრცელებასა და ამ საოცრებათა დაცვის აუცილებლობაზე ადამიანთა დაფიქრებას.
პარტნიორები მხარს დაუჭერენ კონსერვაციასა და კვლევას სამ უმნიშვნელოვანეს სფეროში: ოკეანეები, პოლუსები და მთები. თითოეულ ამ არეალში National Geographic-ი და Rolex-ი:
• შეუერთდებიან ექსპედიციებს, რომლებსაც მეცნიერები და ამბების მგზნებარე მთხრობელები გაუძღვებიან;
• მხარს დაუჭერენ კვლევას, რომელიც შედეგად მოიტანს სამეცნიერო აღმოჩენებს, ახალი ტექნოლოგიების წარმოშობას და პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტას;
• დაგეგმავენ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებასა და განათლებას.

ოკეანეების შესწავლა უკვე დაწყებულია. დიდი ხანია, რაც ორივე პარტნიორი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან მკვლევრებთან ამ სფეროში. მათ შორის არიან: ოკეანოგრაფი სილვია ერლი; კინორეჟისორი ჯეიმს კამერონი; წყალქვეშა ფოტოგრაფი ბრაიან სკერი.
Rolex-ი და National Geographic-ი მიზნად ისახავენ მკვლევართა ახალი თაობის შთაგონებასა და მათ ხელშეწყობას. მომდევნო სტატიებში შეხვდებით ადამიანებს, რომელთა ენთუზიაზმი და შემართება ამ თანამშრომლობის არსია. ჩვენ სიამოვნებით გიზიარებთ მათ ამბებს. – რედაქტორები
თანამშრომლები: ივ კონანტი, დენიელ სტოუნი, ნინა სტროქლიკი და კეტრინ ცუკერმანი