დედამიწის დასალიერი
ამ შორეული ადგილის გადაღება მძიმე შრომა იყო. გრენლანდიის მყინვარულ ფარზე, თითოეული ჩასვლისას, ქარბუქში თვეობით ვრჩებოდი კარავში...


დედამიწის დასალიერი
ამ შორეული ადგილის გადაღება მძიმე შრომა იყო. გრენლანდიის მყინვარულ ფარზე, თითოეული ჩასვლისას, ქარბუქში თვეობით ვრჩებოდი კარავში...
როგორ გამოიყურება… არაფერი? გრენლანდიაში ამის გასარკვევად გავემგზავრე. სამი წლის განმავლობაში ამ კუნძულს ექვსჯერ ვესტუმრე. მე იქ კრიალა თეთრმა სიცარიელემ მიმიზიდა. ეს ყოველგვარ დამახასიათებელ ნიშნებს მოკლებული ლანდშაფტია, სრულყოფილი სიბრტყე, ყინულოვანი ჰორიზონტი.
ამ შორეული ადგილის გადაღება მძიმე შრომა იყო. გრენლანდიის მყინვარულ ფარზე, თითოეული ჩასვლისას, ქარბუქში თვეობით ვრჩებოდი კარავში. ყველაზე გაუსაძლის წუთებში ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი, მიმაჩნდა, რომ ეს სამუშაო ამხელა რისკად არ ღირდა.
მაგრამ გავაგრძელე და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად გამომიკეთდა განწყობაც და ფოტოებიც. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ხარ ამგვარ სიცარიელეში, შენი შინაგანი და გარეგანი სამყარო ერთმანეთს ერწყმის. აზროვნება ნელდება და გონება ნებისმიერ ცვლილებას, სინათლისა თუ ამინდის მცირე გადახრასაც კი, დრამატულად აღიქვამს. ამ გრძელ თვეებში შექმნილი ჩემი ფოტოსესია დოკუმენტურად ასახავს იქ ყოფნის შეგრძნებას: ეს იყო „უნიკალური არაფერი დედამიწაზე“.