
დღესასწაულები კოსმოსში
კოსმოსში რთულია, დაადგინო, რა არის ერთი დღე, როდესაც მსოფლიოს 90 წუთში ერთხელ უვლი
ყოფილ ასტრონავტ სკოტ კელის წმინდა პატრიკის დღის გარდა აშშ-ის ყველა დღესასწაული აქვს გატარებული კოსმოსში. მისი უკანასკნელი მისია, ადამიანის სხეულზე ბიოლოგიური ეფექტების შესასწავლად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მარტამდე გრძელდებოდა.
კოსმოსში რთულია, დაადგინო, რა არის ერთი დღე, როდესაც მსოფლიოს 90 წუთში ერთხელ უვლი. „დღეები საკმაოდ რუტინულია“, ამბობს კელი, ბორტინჟინერი და მისიის მეთაური, რომელიც თავის ახალ წიგნში, 1999-2016 წლებში მთლიანობაში კოსმოსში გატარებულ 520 დღეს იხსენებს. ასტრონავტებისთვის მთავარი გასართობი დედამიწის ყურებაა.

მაგრამ რუტინას დიდი დღესასწაულების დროს არღვევენ. 2015 წლის მადლიერების დღე ამერიკელებმა ცივი ინდაურის ნაჭრებით აღნიშნეს. ერთი წლის შემდეგ, შობაზე კელიმ დედამიწის ფოტო გამოაქვეყნა.
თუმცა არის ერთი გამონაკლისიც. „ახალი წელი უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულია კოსმოსურ სადგურზე, რადგან მას ყველა ერი ერთ დღეს აღნიშნავს“, ამბობს კელი.ახსოვს, როგორ ხედავდა ფოიერვერკებს – სინათლის პატარა ლაქებს.