ვინ:
მოსკოვში დაბადებული დოკუმენტალისტი და კონცეპტუალისტი ფოტოგრაფი
სად:
მარკოსიანის სახლი კალიფორნიაში
რა:
iPhone 11-ის უკანა ორმაგი ფართოკუთხიანი კამერა 4.25-მილიმეტრიანი ლინზით
ამბავი:
როგორც უმეტესობამ, მარკოსიანმაც პანდემიის ადრეული პერიოდი სახლში გაატარა. თვალსაწიერის დაპატარავებამ მის შემოქმედებით სულისკვეთებას ვერაფერი დააკლო და ყურადღება თავის შინაგან სამყაროზე გადაიტანა. ერთ-ერთი სერიისთვის მან სმარტფონით სააბაზანოში ავტოპორტრეტები გადაიღო. ამ გამოსახულების შესაქმნელად მან სახლში ცოცხალი პეპელა მიიყვანა და ფანჯრის შუშაზე დამჯდარს, საკუთარ ხელთან ერთად ფოტო გადაუღო. ამ მომენტში მარკოსიანი პეპლისა და თავის მსგავსებაზე ფიქრობდა: ფრთების მიუხედავად, თავისუფლად ფრენის წართმეულ შესაძლებლობაზე.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.